ძირითადი გზავნილები:
· ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებიდან ნათელია, რომ 2019 წელი შეიძლება ითქვას რეკორდული იყო.
· საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წელს:
v დაასრულა 200 პროექტი;
v დააგო წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი - 800 კილომეტრი გზა;
v მის პროექტებზე დასაქმდა 10,000 ადამიანი;
v საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 წლის განმავლობაში მოახდინა 1 მილიარდ 200 მილიონი ლარის ინვესტირება.
v სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 140 კმ მაგისტრალურ გზაზე. 2020 წლისათვის სამინისტრო იმუშავებს უკვე 200 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობაზე, საიდანაც 2020 წელს დაასრულებს 70 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობას.
v აშენდა და რეაბილიტირდა 53 ხიდი.
v მაგისტრალურ პროექტებში დასაქმებულია 3,200 ადგილობრივი და პროექტების განვითარების შედეგად, დამატებით დასაქმდება 5,500.
v საერთაშორისო პროექტებში დასაქმებულთა 80% ანუ 2,500 ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.
v 2020 წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა.
v დაიწყო და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანეს პროექტზე.
v ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის უდიდეს პროექტზე.
v სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე ჩატარებულ 345 ტენდერში 55 ახალმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 30 კოპმანიისს ბრუნვა გაიზარდა სამჯერ, აქედან 7 კომპანიის ბრუნვა გაიზარდა 20 მილიონით. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება მათი კომპეტენცია და შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, არამედ დსაერთაშორისო პროექტებშიც.
დამატებითი ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშზე :
· 2019 წელს რეაბილიტირდა ისეთი ნიშვნელოვანი გზები, როგორიცაა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის უმოკლესი დამაკავშირებელი გზა - ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი მონაკვეთი; ჭრბალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა და კოდა ფარცხისი-მანგლისი-წალკას 16 კმ-იანი გზა.
· აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდა ცაგერში ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება ხონში ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზისა და ხიდების და ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია უტარდება დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ გზასაც.
· მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან გზა.
· რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელ 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებზე.
· საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტი ყოველწლიურად ვითარდება და დიდ მასშტაბებს იძენს. აღნიშნული მაგისტრალი ე.წ „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია და ევროპა-აზიის გავლით ჩინეთში სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს. აღმოსავლეთ დასავლეთის საქართველოს ტერიტორიაზე გამავლი გზა იწყება წითელი ხიდიდან და მიდის სარფამდე. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობის დასრულება მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.
· 2019 წლის 11 თვის შედეგებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 1 მილიარდ 670 მილიონი ლარი მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 667 მილიონი ლარით ანუ 67%-ით მეტია.
11 თვის ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამინისტროს, არსებობის განმავლობაში, 2017 წელს ჰქონდა (1 მილიარდ 141 მილიონი ლარი), რასაც 2019 წლის მაჩვენებელმა 46%-ით გადააჭარბა. შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია.