From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : დამატებითი საკითხები _ EFLOW
Received On : 13.04.2020 09:39

ბატონო გიორგი, გიგზავნით დამატებით მასალებს შესათანხმებლად:


1. 13262 - ფინანსები - „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) 07.04.2020წ. #06/1184 წერილით მიმართა სსიპ  - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, 5 ცალი 5 ლიტრიანი სადეზინფექციო საშუალების ("IZODEZON") უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. წარმოდგენილი განკარგულების პროექტის დანართი N1-ით გათვალისწინებული ქონება (მადეზინფიცირებელი საშუალება  "IZODEZON" - 4 ცალი 5 ლიტრიანი) სსიპ -შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2020წ. #21-10-21/37419 წერილით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიქცეულია სახელმწიფოს საკუთრებაში და მისი საერთო ღირებულება სააგენტოს ქონების შეფასების სამსახურის 01.04.2019წ. #262 დასკვნით განსაზღვრულია 1100.00 ლარის ოდენობით.

2. 13093  - განათლება- „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი

დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში იმ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობათა/ფუნქციათა ნუსხა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, მათი თანამდებობრივი სარგო გამოანგარიშდება წინამდებარე წესის შესაბამისად.

13056 - თავდაცვა - ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საქართველოში გადმოსვენების ღონისძიებათა შესახებ"  - შეიქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი სამხედრო მოღვაწის გადმოსვენებისა და დაკრძალვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

12859 - მთავრობა - ,,შპს  „მაგთიკომისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით (ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გრუნტში განთავსება) საჭირო მიწის სამუშაოების განხორციელების ვადის განსაზღვრის შესახებ'' საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი:

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის კირნათის სატყეოს კვარტალ №25-ის ლიტერ №6-ში მდებარე 48 კვ.მ. მიწის ფართობზე (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №22.32.02.983) შპს  „მაგთიკომს“ (ს/ნ 204876606) საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით (ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის გრუნტში განთავსება), საჭირო მიწის სამუშაოების განხორციელების (ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე) ვადა განესაზღვრება 10 (ათი) წლით.

 


პატივისაცემით,

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge