From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>; avasadze@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge
Subject : დაფუძნების აქტები_ წლის ბოლომდეა მისაღები
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
Received On : 13.12.2019 11:30
Attachments :

მოგესალმებით კოლეგებო,


გიგზავნით :

ა) პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს (რომელიც ჯერ ხელმოწერილი არ არის მაგრამ დღე დღეზე გამოქვეყნდება)

ბ) სოცის და რეგულირების დაფუძნების აქტების პროექტებს.


გთხოვთ გადახედოთ და დამიდასტუროთ მოცემული ვერსიების მისაღებობა.


პატივისცემით,

ნათია



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge


From: Natia Khmaladze
Sent: Wednesday, December 11, 2019 9:42 AM
To: Ekaterine Tikaradze; Tamar Gabunia; Zaza Bokhua; Giorgi Tsotskolauri; Tamar Barkalaia; Tea Akhvlediani; Kakhaber Dzimistarishvili; Beqa Jakeli; Maia Gotiashvili; tikhardziani@gmail.com; Ekaterine Adamia; Tea Gvaramadze; Amiran Gamkrelidze; Zaal Kapanadze; be.simonishvili@mra.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; 'atalakvadze@moh.gov.ge'
Subject: ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე
 
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,


მოგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ჩვენი რეორგანიზაციის პაკეტი, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოდან ტრეფიკინგის ფონდში მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის გადატანაში, რომელიც კანონის თანახმად განხორციელდება 2020 წლის 1 თებერვლიდან. აგრეთვე, შესაძლებელი ხდება, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით საგრანტო ღონისძიებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის ნაცვლად განხორციელდეს სსიპ-ების მიერ (დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ იხ. მიღებული კანონპროექტების თანდართული ვერსიები).


გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ ასევე მიღებულ იქნა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, რომ მოვახდინოთ 2020 წლის სახელმწიფო პროგრამების ინიცირება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგრამების გაგზავნა უკვე უნდა განხორციელდეს უკვე მომდევნო კვირაში.

შენიშვნა: ჯერ კანონები არ არის ხელმოწერილი და შესაბამისად, გამოქვეყნებული, რომელსაც ესაჭიროება შესაბამისი პროცედურა, თუმცა შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ თანდართული ვერსიებით. 



პატივისცემით, 
ნათია ხმალაძე