From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ეკონომიკა 36226 მასალა
Received On : 24.09.2019 11:34

ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი, ამ მასალაზე ითხოვენ სამინისტროს პოზიციას:
  1. ეკონომიკა 36226 მთავრობასთან თანხმდება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო - ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“

    2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთა განსახლება და ინვესტორს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიზნით, გადასცეს 340 ჰა მიწის ნაკვეთი.

    დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტი და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელთა საფუძველზე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან, ექსპროპრიაციასთან, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქონების მესაკუთრეებისა და მფლობელების სასარგებლოდ საკომპენსაციო ზომების მიღებასთან და განსახლებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

    როექტის ზემოქმედების არეალში მოექცა იძულებით გადაადგილებული  პირები (13 ოჯახი), თანდართული მასალიდან ირკვევა (სამინისტროს 17.07.2019 წლის N01/13078 და 15.08.2019 წლის N01/14668 წერილების) რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 2 პირს, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გადაეცათ გარემონტებული საცხოვრებელი ფართები, ხოლო დანარჩენი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (11 დევნილი ოჯახი) იგეგმება საცხოვრებელი ფართების  გადაცემა შავი კარკასის მდგომარეობაში.

    ინფორმაციის თანახმად, შენობა-ნაგებობებისათვის (ღობეები) დათმობისათვის ანაზღაურების მიმღებ პირთა წრიდან გამოირიცხება მხოლოდ პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში განსახლებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელებიც უკვე დაკმაყოფილებულნი არიან გარემონტებული საცხოვრებლით, განსახლების სახელმძღვანელოთი და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკომპენსაციო უფლებათა მატრიცაში განხორციელდება ცვლილება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისათვის (ღობეები) დათმობისათვის პროექტის ზემოქმედების არეალში მყოფი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 11 პირისათვის  ანაზღაურების გაცემის შესაძლებლობის გაჩენის მიზნით.  აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ შენობა-ნაგებობის (ღობეების) დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალის ზემოქმედების არეალიდან გატანისთვის დადგენილ ვადას.

პროექტი შეთანხმდა დევნილთა დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge