• ეკონომიკური კონფერენცია - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“ საქართველოში უკვე მეორედ იმართება ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
• კონფერენცია არის მთავრობის, ბიზნეს სექტორის, საექსპორტო წრეებისა და მედიის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმა, ქვეყნის მდგარდი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად.
• როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიზანია მკაფიოდ გამოიკვეთოს ქვეყნის როლი გლობალურ კონტექსტში, რისთვისაც კონფერენციაზე გაიმართება კონკრეტული დისკუსიები. ჩვენს ეკონომიკურ მიღწევებთან ერთად, საუბარი შეეხება გამოწვევების გადაჭრას, რომელიც პირველ რიგში ეხება ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
• ამას ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ძლიერი რეგიონული და გლობალური სავაჭრო კავშირები და სტრატეგიული მდებარეობა, რაც აუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. მთავრობის რეფორმებმა ხელშესახები შედეგები უკვე მოგვიტანა და ამას ადასტურებს საქართველოს მიერ მოწინავე პოზიციების დაკავება მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკურ რეიტინგში.
• შედეგად, ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება საქართველო ეტაპობრივად მართლაც ხდება კარიბჭე, რომელიც ეკონომიკურად აკავშირებს ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს და ჩვენი მთავრობის გაცხადებული მიზანია, რომ საქართველო გახდეს რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის ჰაბი.
• რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავაც ბევრია და ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სადაც დიდია კერძო სექტორის როლი. მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც გახდება ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე, რამდენადაც ის ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
• რა თქმა უნდა, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძნოს დაბალანსებულ ინტერესებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და სწორედ ამის გარშემო გაიმართება კონფერენციაზე ღია დისკუსიები.
• მისასალმებელია, რომ წელს კონფერენციას ესწრება პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ სულისჩამდგმელი ლეშეკ ბალცეროვიჩი. რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის გამოცდილებასა და მხარდაჭერას, რომელიც დღეს ჩვენს მთავრობას აქვს.