From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“
Received On : 27.11.2018 13:07
Attachments :

მოგესალმებით,

 

მოგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN WOMEN) შეიმუშავა ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“. კურსი დაფუძნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს კონვენციის „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ“ (CEDAW) განსაზღვრებებზე.

2017 წელს, აღნიშნული კურსის გავლის მიზნით, ელექტრონული კურსის ბმული დაეგზავნა საჯარო დაწესებულებებს და იქ დასაქმებულ პირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელს მცირე გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ აქტივობას, გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიაწოდოთ ელექტრონული ბმული - http://sexualharassment.ombudsman.ge/ka/login - თქვენს უწყებაში დასაქმებულ მოხელეებს და უზრუნველყოთ მათი მხრიდან კურსის ონლაინ რეჟიმში გავლა.

კურსის მიზანია:

·         სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფენომენის, მისი ზეგავლენისა და შედეგების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას;

·         პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებით;

·         ღირსეული და ყველასთვის თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნაში დახმარების გაწევას.

 

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს,  კურსის დასრულების შემდგომ შესაძლებელია სერტიფიკატის ჩამოტვირთვა.

გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს 16 დღიანი სამთავრობო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს  განვითარებისათვის და ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს პასუხს სათანადო, ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის პასუხისმგებლობას, იგი მთლიანი სახელმწიფოს, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა და საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას.

16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება, და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება (გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, ასევე მოიცავს სხვა მნიშვნელოვან თარიღებსაც: უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი), მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი)).

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. კამპანია მიზნად ისახავს 16 დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

2018 წელს, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმული: http://gov.ge/dzaladobistsinaagmdeg/#p=1.

#16დღიანიკამპანია2018                        

#ქალთამიმართძალადობისწინააღმდეგ

#სახელმწიფოზრუნავს

#დავძლიოთძალადობა

#საერთოსაქმეა

 

დანართის სახით, გიგზავნით სამთავრობო კალენდარს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ,

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი სტრატეგიული გზავნილების და ღონისძიებების შესახებ.

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO