From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელექტრონული მთავრობის პროგრამის მასალები_21.06.19
Received On : 21.06.2019 09:02

             ბატონო გიორგი,


            გიგზავნით, ამ წუთის მონაცემებით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხების ჩამონათვალს, შინაარსების გათვალისწინებით:

  1. ფინანსები 25320 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს მიეცემა  თანხმობა, განახორციელოს 1 ცალი Oracle მონაცემთა ბაზის მონიტორინგის/ადმინისტრირების პროგრამის TOAD FOR ORACLE DBA EDITION სახელმწიფო შესყიდვა.
  2. ფინანსები 25318 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (159 ტომარა ცემენტი) უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
  3. ფინანსები 25316 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1  ცალი ვირტუალური ინფრასტრუქტურის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  4. ფინანსები 25315 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) სახელმწიფო შესყიდვას.
  5. რეგიონული 25303 – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (დამკვეთი) და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს (კონტრაქტორი/ტოდინი) შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ცნობად იქნება მიღებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე. ამასთან, ცნობად იქნება მიღებული რომ საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს მიერ დეპარტამენტისათვის მიყენებული ზიანი, მათ შორის, შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში თანხა დეპარტამენტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნება საერთაშორისო არბიტრაჟში.
  6. განათლება 25198 - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწაზე (ქალაქი ბათუმში, სვიშევსკის  ქუჩა №1) „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. საგარეო 25177 -  ახალი შემადგენლობით ყალიბდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია.
  8. გარემო 25159 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდში სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყითსარგებლობის ვადა (49 წელი) და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის პირობები, რის შესაბამისადაც, გამოცხადდება აუქციონი, გაიცემა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია და ტერიტორიაზე მოეწყობა სამონადირეო მეურნეობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
  9. გარემო 25152 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე საშუალაზე ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა.
  10. განათლება 25150 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსურად (687 109 ლარით)  დაეხმარება „ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს.
  11. გარემო 25144 - ცვლილება შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში, სამინისტროების შერწყმის პირობებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მანდატი გასცდა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვას და მოიცვა გარემოს დაცვასა და ზოგადად, სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები,  პროექტის მიხედვით ცვლილება აისახება მის დასახელებაშიც და სააგენტოს სახელწოდება შეეცვლება შესაბამისად: ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“.
  12. შსს 25126 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს ,,საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის წარმომადგენლობა საქართველოში“  შორის გასაფორმებელი ქვე-გრანტის ხელშეკრულება.
    აღნიშნული უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო ქვედანაყოფის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, მომრავლებულ ტყის ხანძრებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას.
  13. შსს 25113 - ახალი შემადგენლობით ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადასაცემი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საბალანსო მონაცემებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის განსაზღვრის, განკარგვისა და გადაცემის მიზნით, შექმნილი კომისია.
  14. შსს 25112 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქსელების,  ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  15. ეკონომიკა 25053 - ცვლილება შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს ემატება საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებიც იქნება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების, ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;  საინვესტიციო  პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და  კოორდინაცია და სხვა.
  16. გარემო 25043 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ.
    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  17. 25032 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - მარცვლოვნებსა   და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ პროდუქტებში  T-2 და HT-2 ტოქსინის არსებობის შესახებ, რომლის მიზანია  მარცვლოვნებსა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ  სურსათსა და ცხოველის საკვებში T-2 და HT-2 ტოქსინ(ებ)ის არსებობაზე  კომპეტენტური ორგანოს მიერ, ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით, მონიტორინგის განხორციელება.
    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
  18. იუსტიცია 24996 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.“-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყება საარბიტრაჟო დავა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით დაიწყებს საარბიტრაჟო პროცესს კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.“-ს წინააღმდეგ.
  19. რეგიონული 24965 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და China Railway 23rd Bureau Group Co. Ltd-ს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.
  20. გარემო 24954 - სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ერთი ერთეული დიზელგენერატორის და 3 ლოკაციაზე (სენაკი, ზესტაფონი, ოზურგეთი) ვიდეოსათვალთვალო სისტემის  სახელმწიფო შესყიდვა.
  21. გარემო 24931 - ცვლილება შედის ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალურ წესსში‘‘ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესსა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესში“, რომელთა მიხედვით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოებისა) ვალდებულია დანერგოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის  პრინციპების შესაბამისად.“
  22. გარემო 24927 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი,  საშტატო  ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  23. ფინანსები 24906  - პროექტის მიხედვით განხორციელდება სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ობიექტის აუცილებელი კეთილმოწყობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (2 800.0 ლარის ფარგლებში).
  24. განათლება 24848 - პროექტის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება 12 723 750 ლარით.
  25. მთავრობა 24801 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები.
  26. ფინანსები 24718 - საჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საჩხერის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა არა უმეტეს 980 000 ლარი.
  27. რეგიონული 24656 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და „Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd as a Sub-Consultant“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის მონაკვეთის (F3) მშენებლობის ზედამხედველობა.
  28. გარემო 24605 - ცვლილება შედის „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“.
    ემატება ტერმინთა განმარტებები - კარგი წარმოების პრაქტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, ხარისხის კონტროლის სისტემის და    სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარის შესახებ, ასევე ემატება   - მასალის ან ნივთის ის ზედაპირი, რომელიც არაპირდაპირ შეხებაშია სურსათთან.
    ასევე ემატება მუხლი 151 . სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების კარგი საწარმოო პრაქტიკის შესახებ, და დეტალური წესები კარგი წარმოების პრქატიკის შესახებ (დანართი N3)  რომელებიც  დაარეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს   სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების წარმოებასთან მიმართებაში კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP)  ზოგადი წესებისა და დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
    პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.
  29. განათლება 25135 -  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს:

1. ლურჯი მონასტერი (ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. №2)

2. წმ. ნიკოლოზის ეკლესია (ქ. თბილისი, კ. ხეთაგუროვის ქ. №7)

3. ქაშუეთის ეკლესია (ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №9/ა. ჯორჯაძის ქ. №2)

4. მამადავითის ეკლესია (ქ. თბილისი, მთაწმინდის პლატო)

5. მამადავითის ეკლესიის სამრეკლო (ქ. თბილისი, მთაწმინდის პლატო)

6. ანჩისხატის  ტაძარი (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №7)

7. ანჩისხატის ტაძრის სამრეკლო (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №7)

8. სიონის ეკლესია (ქ. თბილისი, სიონის ქ. №4)

9. სიონის ეკლესიის სამრეკლო (ქ. თბილისი, სიონის ქ. №4) 

10. „ჯვარის მამა“ (ქ. თბილისი, კ. ლესელიძის ქ. №41)

11. წმ. სამების ეკლესია (ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. №4)

12. კარის ეკლესია (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №4)

13. მეტეხის ეკლესია (ქ. თბილისი, მეტეხის აღმართი №1)

14. ეკლესია „ქვედა ბეთლემი“ (ქ. თბილისი, ბეთლემის აღმართი №3)

15. ეკლესია „ზედა ბეთლემი“ (ქ. თბილისი, ბეთლემის აღმართი №18)

16. ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის შენობა (ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ. №25)

17. ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი კავთისხევი)

18. წონას მღვიმე (ჯავის მუნიციპალიტეტი)

19. მღვიმეები კუდარო I, კუდარო III (ჯავის მუნიციპალიტეტი)

20. ენეოლითური სადგომი (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კუსუმლო)

21. ნამოსახლარი „გადაჭრილი გორა“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

22. ორგორები („დედოფლის გორა“) (ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი დოღლაური)

23. თრიალეთის პეტროგლიფები (წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი)

24. იმირის გორა (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

25. შულავერის გორა (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

26. ძალისის ნაქალაქარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძალისა)

27. წილკნის აკლდამა (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წილკანი)

28. სოფელი გოგოლათი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

29. წმ. პეტრე და პავლეს ტაძარი  (ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №55)

30. ეკლესია „მოღნისი“ ( ქ. თბილისი, ბ. ახოსპირელის ქ. №6)

31. ეკლესია „ეჩმიაძინი“ (ქ. თბილისი, არმაზის შესახვევი №3)

32. კათოლიკური ეკლესია (ქ. თბილისი, გ. აბესაძის ქ. №4)

33. ეკლესია „ნორაშენი“ ((ქ. თბილისი, კოტე აფხაზის (ყოფ. კ. ლესელიძის) ქ. №41)

34. მეჩეთი (ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. №32)

 



ხელმოსაწერი:

1. 25319 - ა(ა)იპ - დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას  2015 წელს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 2 ერთეული უძრავი ქონება: ქ. თბილისში, სოფელ გლდანში, ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის შესახვევი №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა სადაც დღემდე ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „მცირე საოჯახო ტიპის სახლების“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

პროექტის მიზანია შეიქმნას სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი რთული ქცევის მოზარდებისათვის თბილისისა და მისი შემოგარენიდან.

პროექტზე თანდართული კორესპოდენციის მიხედვით, რთული ქცევის მოზარდთა სარეაბილიტაციო, სოციალურ-პედაგოგიური მომსახურების ცენტრის შექმნას მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები.

პროექტი შეთანხმდა სოციალურ დეპარტამენტთან შენიშვნები არ გააჩნია.

 

2. 25307 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციისათვის საჭირო, საქონლის სახელმწიფო შესყიდვას, 108 364 ლარის ფარგლებში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან.

 

3. 25234 - შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

პატივისცემით,  

ნათია