| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელექტრონული მთავრობის საკითხები_დაზუსტებული დამატებით |
| Received On : | 23.12.2019 13:11 |
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 51948 - „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით უსასყიდლოდ გადაეცემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადით.
პროექტს თან ახლავს სამინისტროს თანხმობა 29.10.19 გ. წოწკოლაურის ხელმოწერით.
2. რეგიონული 51688 - ეკონომიკა 51734 - პროექტით, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას არ დაექვემდებარება სპორტული დანიშნულების ავტომობილი.
3. რეგიონული 52574 - სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსათვის 2020 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 10 ერთეულით.
4. რეგიონული 52559 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 2020 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 27 ერთეულით.
5. რეგიონული 52537 - პროექტი ითვალისიწნებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2020-2021 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას (მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაცია).
6. რეგიონული 52466 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - Guizhou Highway Engineering Group Co Ltd and China National Technical Import&Export Corporation-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (საგანი: E-60 მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა).
7. მთავრობა 52368 - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში 2020 წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 8 ერთეულით.
8. განათლება 52359 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
9. მთავრობა 52309 - პროექტის მიხედვით სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო განისაზღვრება გრანტის გამცემად.
10. ეკონომიკა 52283 - საქართველოს მთავრობასა და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე და ელექტროსადგურის მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვისთვის მემორანდუმის მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
11. მთავრობა 52276 - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აბონენტთა უწყვეტი სატელეკომუნიკაციო კავშირით უზრუნველყოფისთვის, სსიპ - „სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო“, 2020 წლის საბიუჯეტო წლის განმავლობაში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო შესყიდვას შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, შპს „09 Tech“-ის და შპს „კვესი ჯგუფი“ განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
12. მთავრობა 52275 - ცვლილება შედის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი კომისიაში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესის კოორდინაციას განახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.
პატივისცემით,
ნათია