From : khatuna zaldastanishvili <khzaldastani@gmail.com>
To : gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : ელექტრონული საბჭოს დამატებითი მასალა
Received On : 09.12.2019 11:45

ბატონო გიორგი,

 

გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე გიგზავნით, ელექტრონული საბჭოს დამატებით მასალას, მოწვეული უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.

შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის" ადმინისტრაციის წერილი, ბელორუსიიდან მოწვეული სპეციალისტის ოლეგ კალაჩიკისათვის სპეციალობაში „უროლოგია“ და სუბსპეციალობაში "ტრანსპლანტოლოგია", 1 წლის ვადით, დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე. ოლეგ კალაჩიკი ფლობს სეტიფიკატს სპეციალობაში ,,უროლოგია“. მოწვეული სპეციალისტი 2010 წლიდან მუშაობს ქ. მინსკის "ქირურგიის, ტრანსპლანტოლოგიის და ჰემატოლოგიის ს/პ ცენტრში" დირექტორის მოადგილ;ედ სამკურნალო დარგში და ქალაქის მე-2 ბავშვთა კლ. საავადმყოფოში 2009-2019 წწ. - ტრანსპლანტოლოგად. კლინიკაში დაგეგმილია თირკმლის ტრანსპლანტაცია ბავშვთა ასაკის რეციპიენტზე. დოკუმენტაციას ახლავს საქართველოს უროლოგთა ასოციაციის (პროფ. ა. ჩხოტუას) რეკომენდაცია დადგენილი ფორმატით. 

 

ველით თქვენს გადაწყვეტილებას.

 

პატივისცემით, პროფესიული რეგულირების სამმართველოს უფროსი

ხათუნა ზალდასტანიშვილი