From : Shota Jamburidze <sjamburidze@moh.gov.ge>
To : Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tabazadze@ssa.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; nnogaideil@moh.gov.ge; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>
Subject : ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები EHR
Received On : 11.09.2018 14:34
Attachments :

მოგესალმებით,

დღევანდელ შეხვედრაზე განხილვების შედეგად ჩვენი დღის წესრიგი EHR (Electronic Health Records) პროექტთან დაკავშირებით შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1.      იმისათვის რომ ერთნაირად გვქონდეს გააზრებული პროექტის არსი და მიზნები, გიგზავნით EHR პროექტის აღწერას. გთხოვთ გადახედოთ.

2.      გიგზავნით EHR სისტემის შინაარსობრივი მხარის აღწერას ექსელის ფაილით. შეთანხმებისამებრ, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მიგვითითოს ყველა ის ველი, რომელიც მათ სჭირდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირების დროს. თუ რაიმე ინფორმაციული ველი აკლია, ან თქვენ წარმოდგენილი ფორმატისაგან განსხვავებული ფორმატით ითხოვთ, გთხოვთ მოგვწეროთ. ჩვენი მიზანია სამედიცინო დაწესებულებას აღარ ქონდეს წარმოსადგენი არცერთი სამედიცინო ხასიათის დოკუმენტი. აღნიშნული ინფორმაციის დროულად მოწოდება უმნიშვნელოვანესია სეზღუდული დროიდან გამომდინარე.

3.      მიმდინარე კვირასშვე სასურველია საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა სამედიცინო დაწესებულებას დაეგზავნოს კითხვარი IT ინფრასტრუქტურისა და ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემების დანერგვის ხარისხის შესაფასებლად.

4.      მე მოვამზადებ EHR პროექტის დანერგვის გეგმის სამუშაო ვერსიას კვირის ბოლომდე. პარასკევს ან ორშაბათს განვიხილოთ და შევათანხმოთ.

 

თუ რაიმე კითხვა გქონდეთ მომწერეთ ან დამირეკეთ.

 მობ: 598 331175  /  შიდა: 16-24.

 

პატივისცემით,

შოთა

 

 

 

Shota Jamburidze, MHA, MEcon.

E-Health Projects’ Manager

 

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 A. Tsereteli ave. 0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995) 32 251 00 27 (16-24)

E-mail: sjamburidze@moh.gov.ge