| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ. მთავრობის საკითხები 25.02.20 |
| Received On : | 25.02.2020 10:36 |
| Attachments : |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. შსს 6604 - მტკიცდება ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესი, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი (მათ შორის ავტორიზებული აფთიაქი; აფთიაქი (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი; სტაციონალური დაწესებულება და სხვა.), რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება, რომლის მიხედვით, განისაზღვრება დანაშაულის პრევენციის, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით დადგენილი ერთიანი სტანდარტი შენობათა გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია.
2. რეგიონული 7098 - მიეცემა თანხმობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მიიღოს გრანტი, ნატურალური ფორმით მერსი ქორფსისგან და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შექმნილი „ქალთა ოთახის“ აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ავეჯითა და სხვა.
3. ფინანსები 7093 - ცვლილება შედის ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი, რომელიც მდებარეობს სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე და ჩართულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში, უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის №6 დანართით დადგენილ პარამეტრებს.
4. განათლება 7025 - კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის (ქ. თბილისის ქვეჯგუფის) გამართვასთან დაკავშირებით, შპს „სპორტმშენსერვისი“ მის საკუთრებაში არსებული „ახალი ოლიმპიური სასახლის“ ტერიტორიაზე (მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N15ა, ს/კ: N01.14.04.030.044) მულტიფუნქციური სპორტული ობიექტის მშენებლობისთვის შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად და ამ სამუშაოთა თანმდევი საექსპერტო/საზედამხედველო მომსახურებებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვებს (2020-2021წ.წ.) განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. ეკონომიკა 7023 - მტკიცდება გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019-2021 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით 384 დასახლებულ პუნქტში არსებული 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 270 100 000 ლარს.
6. ეკონომიკა 7007 - ცვლილება შედის საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, საპილოტე რეგიონი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შექმნილი პროგრამის საპილოტე რეგიონის განმსაზღვრელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება სამინისტროს, კომისიისა და ოუფენ ნეტის წარმომადგენლებისგან. აღნიშნულმა კომისიამ საპილოტე რეგიონის შერჩევა უნდა განახორციელოს 2020 წლის 10 მარტამდე. კომისიის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში ოუფენ ნეტმა უნდა უზრუნველყოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის (მათ შორის — მონაცემთა გადაცემის ქსელის/აპარატურის) მშენებლობა და მოწყობილი ქსელის მონაცემთა გადაცემის არხით უზრუნველყოფა თბილისამდე, აგრეთვე აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვება არაუგვიანეს 2020 წლის სექტემბრისა.
აგრეთვე ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც არ იწვევს რაიმე სახის არსებით ცვლილებას პროექტის ძირითად ნაწილთან მიმართებით.
7. ფინანსები 6987 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (22 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
8. ფინანსები 6986 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სიღნაღის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (11 500 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
9. ფინანსები 6984 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ვანის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (13 500 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
10. ფინანსები 6980 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (6 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
11. ეკონომიკა 7120 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „სტორი ენერჯის“ შორის „სტორი 2“ ჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
12. ფინანსები 6979 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (14 000 ლარის ღირებულების ავტომანქანა).
13. რეგიონული 7124 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი, პროექტის ფარგლებში შედგენილი, განახლებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმები.
14. ფინანსები 6847 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 9 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. ფ/პ თამაზ მახარაძე (პ/ნ 61009022056
2. ფ/პ ფახრადდინ გუმბატოვი (პ/ნ 15001015445)
3. შპს "იაფი გუვენ ბათუმი" (ს/ნ 445402216)
4. შპს "ევრაზიან სტილს" (ს/ნ 204552108)
5. ფ/პ ასმათი სირბილაძე (პ/ნ 01017016275)
6. შპს "ნეოპრინტი" (ს/ნ 204963762)
7. ი/მ "მამუკა გიორგობიანი" (ს/ნ 01024064333)
8. შპს "მილერი და კომპანია" (ს/ნ 208209160)
9. შპს "ლიდერბეთი" (ს/ნ 404882604
ხელმოსაწერი:
1. 7090 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდება საჯარო სკოლების პირველ კლასელებისა და მათ დამრიგებლების პორტაბელური სატარებელი კომპიუტერებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
15. 7062 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ჩინურ მხარეს ა(ა)იპ „მედიააკადემია“-ს საჭირო ტექნიკით აღჭურვისთვის დაფინანსების მიზნით.
2. 7061 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კონფერენციის ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პატივისცემით,
ნათია