From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ. მთავრობის საკითხები_18.12.19
Received On : 18.12.2019 08:06

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 51665 - პროექტი ითვალისწინებს, არაუმეტეს 9 600 000 ლარის გამოყოფას, მუნიციპალიტეტების მიერ 2019 წლის ბიუჯეტით აღებული ვალდებულებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით.
  2. ფინანსები 51664 - „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოუყოფს 35 000 000 ლარს.
    პროექტს თან ერთვის სამინისტროს 17.12.19 წლის მიმართვა 35 მლ ლარის გამოყოფის მოთხოვნით. (ხელმომწერი გ. წოწკოლაური)
  3. თავდაცვა 51658 - თავდაცვის სამინისტროს დებულებაში განხორციელდება ცვლილება და სამოქალაქო ოფისში არსებულ ერთ სამმართველოს და ერთ სამსახურს (საჯარო დაწესებულების I სტრუქტურული ერთეული) განესაზღვრება დეპარტამენტის სტატუსი, ხოლო მეორე სამმართველო (საჯარო დაწესებულების II სტრუქტურული  ერთეული) გარდაიქმნება დეპარტამენტად (საჯარო დაწესებულების I სტრუქტურულ ერთეულად).
  4. შსს 51654 - ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს 2020 წლის  1  იანვრიდან  2020 წლის  31  დეკემბრის ჩათვლით უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა ქონება, რომელიც  გამოყენებული იქნება წვევამდელების,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მსმენელების კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად. 
  5. მთავრობა 51652 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს კანონმდებლობით განსაზღვრული პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და მონიტორინგის განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  6. შსს 51651 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება: სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებული პირების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელების სამედიცინო მომსახურების, ასევე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სახარჯო მასალების, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.
  7. ფინანსები 51607 - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყოფა 160 000 ლარი.
  8. ფინანსები 51599 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უსასყიდლოდ გადაცემს 26 786 ლარის ღირებულების ავტომანქანებს.
  9. შსს 51597 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, ციფრული კავშირგაბმულობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. განათლება 51593 - საქართველოს განათლების სამინისტრო, თავის სარგებლობაში არსებულ 3 ცალ კალათბურთის პარაეტლს უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადასცემს ა(ა)იპ - საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტს.
  11. შსს 51592 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისს შორის გასაფორმებელი გრანტის ხელშეკრულება.
  12. განათლება 51591 - საქართველოს განათლების სამინისტრო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისთვის ფინანსური დახმარების (400,000.00 ლარი) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
  13. განათლება 51589 - განათლების სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების ნაწილი აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაეცემა ი/მ „თეა ებრალიძეს“ სამინისტროს თანამშრომელთა შესვენების პერიოდში საკვებით უზრუნველყოფის მიზნით.
  14. შსს 51577 - შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს, სხვადასხვა ენოვანი თარჯიმნების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  15. იუსტიცია 51572 - 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუფერხებლად განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
  16. განათლება 51564 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი სტანდარტული შეთანხმების წერილი საქართველოში პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის დანერგვის, ხარისხის გაუმჯობესების და საშუალო პროფესიული განათლების  მიმზიდველობის გაზრდის მხარდამჭერი აქტივობების განხორციელების თაობაზე.
  17. რეგიონული 51688 - პროექტის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2020-2021 წლებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში, უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
  18. განათლება 51554 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ და ჯანდაცვის სამმართველოებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  19. მთავრობა 51553 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრას.
  20. მთავრობა 51552 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილება.
  21. მთავრობა 51551 - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 294 000 ლარს  მისი საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფს შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა  კლინიკური ჰოსპიტლისთვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
  22. მთავრობა 51550 - შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა  კლინიკური ჰოსპიტალი 2020 წლის 25 თებერვლამდე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯისა და მიზნობრიობის თაობაზე.
  23. ეკონომიკა 51525 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა და წარმოდგენილი იქნება მარაგების ანგარიში დასამტკიცებლად.  სახელმწიფოს ექნება განახლებული ინფორმაცია საბადოს ჭაბურღილებზე არსებული სასარგებლო  წიაღისეულის ოდენობის შესახებ. 

    ხელმოსაწერი:
  1. 51623 - სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს მიეცემა თანხმობა, საერთო სასამართლოების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები გაზარდოს 810 000 ლარით.
  2. 51573 - პირთა წრეს, რომლებიც სარგებლობენ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო შვებულებით, ემატება 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურეები (თავდაცვის ძალებში მსახურობს აღნიშნული კატეგორიის 4 სამხედრო მოსამსახურე). ავადმყოფობის გამო შვებულების ხანგრძლივობა ნაცვლად 136 თვისა განისაზღვრება 148 თვით.

    პროექტი შეთანხმდა დასაქმების პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ აქვს.
  3. 51530 - პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის, არაუმეტეს 3 755 000 ლარის გამოყოფას.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge