From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის პროგრამები_05.07.19
Received On : 05.07.2019 07:00

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       იუსტიცია 26910 - „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ცვლილება შედის:

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადებში, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობებსა და საფასურის გადახდის წესში, რომლის მიხედვით, პროექტი ადგენს მომსახურების საფასურს: შრომითი, სასწავლო, საინვესტიციო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, მუდმივი ცხოვრების და უვადო ბინადრობის ნებართვების  მიღების მიზნით.

შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, იმ ბინადრობის ნებართვების ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება აქტის მოქმედება, ემატება უვადო ბინადრობის ნებართვა.

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესში, რომლის მიხედვით, უვადო ბინადრობის ნებართვამდე ინვესტორზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით. იზრდება, ასევე, დაწესებული საინვესტიციო თანხა - 300 000 ლარიდან 300 000 აშშ დოლარამდე (ეკვივალენტი ლარში). ამასთან, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის შენარჩუნებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა იმისა, რომ ყოველწლიური ბრუნვა შეადგენს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

უვადო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით გაიცემა მხოლოდ ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, თუმცა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღოს მუდმივი ცხოვრების უფლება, თუკი მას 5 წლის განმავლობაში უდასტურდება არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან.

იზრდება აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის  მისაღებად დაწესებული ქონების საბაზრო ღირებულების მინიმალური ზღვარი - იგი უნდა აღემატებოდეს 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ხოლო შრომითი ბინადრობის მისაღებად მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება, ნაცვლად საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობისა, არ უნდა იყოს ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.

 

პროექტი გადაგზავნილია დასაქმების დეპარტამენტში.

 

2.       ეკონომიკა 26909 - 2019 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში საერთაშორისო ფორუმის “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფორუმის ჩასატარებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3.       განათლება 26851 - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება  ქ. თბილისში, ბ. ახოსპირელის ქ. N8 /ლ. ასათიანის ქ. N9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს.

4.       გარემო 26842 - მთავრობასთან თანხმდება, საგრანტო შეთანხმების დოკუმენტი „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“, რომლის ფარგლებში, მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება ხელსაყრელი გარემო მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მისაღწევად; მიწის რესურსების მდგრადი მართვის შესახებ ამაღლდება ცნობიერება; საგარეჯოს, ყვარლის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებისთვის შემუშავდება მიწათსარგებლობის გეგმები.

5.       ფინანსები 26838 - ფინანსთა  სამინისტრო განახორციელებს კომპაქტური დისკების და კომპაქტური დისკების წამკითხველის და/ან ჩამწერის სახელმწიფო შესყიდვას.

6.       განათლება 26782 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს ავეჯის (მოსწავლისთვის განკუთვნილი მერხი და სკამი) სახელმწიფო შესყიდვას.

7.       ეკონომიკა 26753 - ცვლილება შედის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის თანახმად, განხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება, რომლებიც აღჭურვილნი არიან გათხევადებული ნავთობის აირის საწვავით.
პროექტით განსაზღვრულია შეკუმშული ბუნებრივი აირის და გათხევადებული ნავთობის აირების ცნებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამისად აღჭურვისათვის. რეგლამენტი აყალიბებს მოთხოვნებს აირბალონის და აირბალონიანი სისტემების ინსპექტირების  ჩატარების მიმართ და განსაზღვრავს აირბალონიანი სისტემის  ინსპექტირებას ყოველწლიურად.

8.       რეგიონული 26738 - ცვლილება შედის, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილზე გაცილებით მეტია მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტებს რაოდენობა, შესაბამისად არსებული რესურსების ფარგლებში აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად 2019 წლისთვის განსაზღვრული ლიმიტი იზრდება 23 000 000 (23 მილიონი) ლარამდე.
ცვლილება შედის, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარიდან 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი მიმართულ იქნება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად.

9.       გარემო 26711 - ცვლილება შედის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, წინადადებას ,,სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.“ ემატება სიტყვა „სავარაუდო“, რომელიც  იქნება სისხლის სამართლის პროცესის - უდანაშაულობისა და თავისუფლების პრეზუმფციის პრინციპის განმსაზღვრელი. ასევე, ამავე წესში დაზუსტდება შესვენების დრო, რა დროსაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ისარგებლებს შესვენების უფლებით.

10.  გარემო 26710 - სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში, 2019 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 378 ერთეულით.

11.   ფინანსები 27070  - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს  შორის 2019 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება (პროფესიული განათლების პროგრამა 1).
2019 წლის 14 ივნისს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (პროფესიული განათლების პროგრამა 1), რომლის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა  გამოყო 20,000,000 ევროს ოდენობის დაფინანსება სესხის სახით, ასევე პროექტთან დაკავშირებული თანმდევი ღონისძიებების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია საგრანტო რესურსი 3,000,000 ევრომდე თანხის ოდენობით. პროექტის მიზანია პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობა, ასევე აღნიშნული კოლეჯისთვის ლოჯისტიკის სექტორის განვითარება მათ შორის, საკლასო ოთახებისა და სახელოსნოების აღჭურვა.

12.   განათლება 27058 - სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლისათვის საჭირო I-VI და VIII-XII კლასების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და რვეულების ბეჭდვა-დისტრიბუციის მომსახურების შესყიდვა (2 902 000 ცალი სახელმძღვანელოს ბეჭდვა-დისტრიბუცია შეადგენს 9 810 463,2 ლარს).

13.    ეკონომიკა 27034  - ცვლილება შედის „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში (კინოინდუსტრიის ნაწილში), პროექტის თანახმად, მთელი რიგი პრივილეგიები განესაზღვრება ბენეფიციარს, რომლის მიერ ქვეყანაში პროგრამით დადგენილი კვალიფიციური ხარჯების სახით დაიხარჯება არანაკლებ 30 000 000 ლარი. გაიზრდება ქვეყანაში უცხოური მაღალბიუჯეტიანი კინოწარმოებების შემოდინება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და კინოინდუსტრიის დარგის განვითარება.

14.  გარემო 27018 - სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 8 ერთეულით.

15.  რეგიონული 26946 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას, სულ, ჯამში - 331 047  ლარს მიმართავს ქ. ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

16.  მთავრობა 26933 - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებულ ,,საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ საგრანტო ხელშეკრულების მიზნებისათვის, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიეცემა თანხმობა, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა განსაზღვროს დამატებით არა უმეტეს 18  ერთეულით, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

17.   მთავრობა 26930 სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე გაეროს განვითარების პროგრამისაგან (UNDP) მიიღებს გრანტს 138 977.50 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის რეფორმის  იმპლემენტაციის პროცესს.

18. ეკონომიკა 26668 - ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N52-ში მდებარე 12657 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობა N1-ში  მდებარე ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1  ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
პროექტზე თანდართული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის საგანმანათლებლო სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და სკოლას არ გააჩნია საკმარისი ფართი, რომ დაიტიოს სწავლის მსურველები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილია ხსენებული ფართების საკუთრებაში გადაცემა, ვინაიდან, ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N52-ში (ყოფილი დიდგორის ქუჩა N64) მდებარე უძრავი ქონების ნაწილში ფუნქციონირებს ა(ა)იპ - ახალი პროფესიული კოლეჯი და ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“.
ასევე ირკვევა, რომ დავით აღმაშენებლის ქუჩა N52 მდებარე შენობაში  უკანონოდ შეჭრილები იმყოფებიან.
ამდენად, პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა სოციალურ და დევნილთა დეპარტამენტში.



ხელმოსაწერი:

  1. 27083 - მტკიცდება საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა. (პირველ ეტაპზე დავიზებულია)
  2. 27039 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, 6 ერთეულ მობილურ ტელეფონს სამსახურებრივი საჭიროებისათვის უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
  3. 27033 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, 6 ერთეულ მობილურ ტელეფონს სამსახურებრივი საჭიროებისათვის უსასყიდლოდ გადასცემს გენერალურ პროკურატურას.

კანონპროექტი:

  1. 26905 - პროექტი: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტორი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პროექტის მიზანია, საარბიტრაჟო საქმეთა განხილვაზე სააპელაციო სასამართლოს განსჯადობა დადგინდეს საარბიტრაჟო სარჩელით განსაზღვრული მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.



პატივისცემით,  

ნათია