მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- საგარეო 51303 - პროექტის მიხედვით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო
ორგანიზაციაში. ამასთანავე, სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური გადაფარვა განხორციელდება პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან.
- განათლება 51843 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- ეკონომიკა 51834 - ცვლილება შედის სსიპ - საპენსიო სააგენტოს დებულებაში, ცვლილების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილი იქნება სააგენტოს ახალი დირექტორის კონკურსის წესით შერჩევამდე სააგენტოს დირექტორის მოადგილეს დააკისროს დირექტორის
დროებითი უფლება-მოვალეობის შესრულება.
- განათლება 51828 - პროექტის მიხედვით, კულტურის ეროვნული ფონდი 2020 წლის 1 თებერვლიდან აისახება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირად.
- განათლება 51821 - პროექტის მიღება უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებას.
- გარემო 51751 - ცვლილება შედის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში, პროექტი ხელს შეუწყობს პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას, გაიზრდება ბენეფიციარების რაოდენობა და სასოფლო - სამეურნეო მოსავლის ამღებ ტექნიკაზე
ხელმისაწვდომობა.
- საგარეო 51750 - საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას იუნესკოში მიეცემა თანხმობა ლევილის მამულის ტერიტორიის ხეებისა და ბუჩქნარისგან დასუფთავებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
29 987 ევროს ექვივალენტი ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
- მთავრობა 51744 - ახალი შემადგენლობით ყალიბდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია.
- ეკონომიკა 51734 - პროექტით, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას არ დაექვემდებარება სპორტული დანიშნულების ავტომობილი.
- ფინანსები 51830 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 16 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი (საგადასახადო შეთანხმება), რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების და
მოსაკრებლის ოდენობა.
1.
ფ/პ ნასიბა ფაშაევა (პ/ნ 12001015501)
2.
შპს "არგო+" (ს/ნ 205016793)
3.
შპს "ჩიკო" (ს/ნ 423098276)
4.
ფ/პ
ჯემალი მაზანიშვილი (პ/ნ 13001012681)
5. შპს "TECHNO SERVICE" (ს/ნ 445405455)
6. ფ/პ სამირ ბუდაგოვი (პ/ნ 28001099875)
7. ი/მ "აიდინ კოჯაევი" (ს/ნ 28001002535)
8.
შპს "ვაგო" (ს/ნ 439863328)
9. შპს "ნ.ნ. გრუპი" (ს/ნ 432545338)
10. შპს "Paradise Development Group" (ს/ნ 404431101
11. შპს "გეორგია XXI" (ს/ნ 217893475)
12. შპს "ბლექ სი ინდასტრი" (ს/ნ 205208719)
13. შპს "რეალ-მშენი" (ს/ნ 448389994)
14. ფ/პ სიმონ შუბითიძე (პ/ნ 38001034629)
15. შპს "სინათლე" (ს/ნ 216295970)
16. შპს "BIS" (ს/ნ 404925211)
ხელმოსაწერი:
- 51844 - საქართველოს განათლების სამინისტრო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისთვის ფინანსური დახმარების (400,000.00 ლარი) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
- 51814 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრას.
- 51813 - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 294 000 ლარს მისი საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფს შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
- 51812 - შპს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი 2020 წლის 25 თებერვლამდე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯისა და მიზნობრიობის თაობაზე.
- 51811 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილება.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge