From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 26.02.2020 11:43

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    განათლება 7268 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლისთვის  ფინანსური დახმარების (452,753.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებებს, ორგანიზაციის მიზანია აღმოუჩინოს ინტენსიური დახმარება ყველა იმ ახალგაზრდას და მარტოხელა დედებს, რომლებიც, 18 წლის ასაკში ტოვებენ ზრუნვის სისტემებს და რჩებიან ქუჩაში.

პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.

2.      განათლება 7264 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვის „ლაზარე“-ს ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს.  ფონდი ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.

3.      განათლება 7261 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს, რაც მოხმარდება სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და ავტორიზაციის დაფინანსებას. 

4.      იუსტიცია 7227 - მთავრობასთან თანხმდება, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

5.      შსს 7186 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განახორციელებს ამწის და გადასაზიდი მოწყობილობების და მათი ნაწილების სახელმწიფო შესყიდვას.

6.    ფინანსები 7172 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 2 ცალი პრეციზიული კონდიციონერის თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი/მონტაჟი/ინსტალაცია/ ექსპლუატაციაში გაშვება) სახელმწიფო შესყიდვას.

7.    იუსტიცია 7166 - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეცემა თანხმობა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, ამავე დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა ხარისხიანი და შეუფერხებელი კვებითი მომსახურების მიზნით, შპს „ილი ჯგუფს“, აუქციონის გარეშე, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარის უფლებით გადასცეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარგებლობაში არსებული  უძრავი ქონება.

8.    ეკონომიკა 7156 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს სახელმწიფოს და კომპანია “Georgia Oil and Gas Limited”-ს შორის სახელშეკრულებო ფართობის, რომელიც მოიცავს IXA, XIK და XIL სალიცენზიო ბლოკებს, საერთო ფართობი 758 კმ2-ია და ადმინისტრაციულად მიეკუთვნება მცხეთის, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტების (IXA სალიცენზიო ბლოკი), მცხეთის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების (XIK სალიცენზიო ბლოკი) და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (XIL სალიცენზიო ბლოკი) ტერიტორიებს, გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების პროექტები.

აღნიშნული ხელშეკრულებებით სავალდებულოდ შესასრულებლად გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამა მოიცავს ყოველ სახელშეკრულებო ფართობთან მიმართებაში არსებული გეოლოგიური მონაცემების შესწავლას, დამუშავებას და ინტერპრეტაციას, ფართომაშტაბიანი ნავთობსაველე გეოლოგიური-გეოფიზიკური სამუშაოების შესრულებას და მინიმუმ ერთი ჭაბურღილის გაბურღვას ნავთობის და გაზის მოსაპოვებლად.

9.      განათლება 7149 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის ფინანსური დახმარების (220 000 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

10.  ეკონომიკა 7146 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს სახელმწიფოს წარმოდგენილს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით და Straight Oil and Gas (Adjara) LTd-ს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს VIII ბლოკთან -  სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება N5-ის პროექტი.

11.  ეკონომიკა 7145 - საქართველოს სახელმწიფოს წარმოდგენილს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით, და შპს Vectra Investment Private Limited-ს შორის 2011 წლის 10 ნოემბერს VIIB ბლოკთან -  სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება N3-ის პროექტი.

12.  ეკონომიკა 7136 - საქართველოს მთავრობა ცნობად მიიღებს ინფორმაციას განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულების შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ მიერ დაგვიანებით შესრულების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც, ასევე, იღებს გადაწყვეტილებას კომპანიის მიმართ განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის განსაზღვრული სანქციის გამოუყენებლობის თაობაზე. გარდა ამისა, კომპანიის მიერ პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ნაწილის (75%) გამოთავისუფლების მიზნით, შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ მიეცემა უფლება, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში წარმოადგინოს განახლებული საბანკო გარანტია 397,500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 7294 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს დამატებით 8 997 221 ლარის გამოყოფას.
  2. 7278 - პროექტის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და   ა(ა)იპ - „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს „ქართუს“ შორის გაფორმდება პროექტით გათვალისწინებული „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულება.
  3. 7274 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  4. 7256 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სხვადასხვა სახის ავეჯისა და სეიფების სახელმწიფო შესყიდვას.
  5. 7211 - ქვეყანაში  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონიძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით იქმნება სამთავრობო კომისია, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  6. 7202 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება (სპორტის სფეროს თაობაზე), აგრეთვე თანხმობა უნდა იქნეს გაცემული თავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გრანტის მიმღებებზე (უკვე მხოლოდ სპორტის სფეროს ბენეფიციარ ფიზიკურ პირებზე) თანხების გაცემის შესახებ.
  7. 7182 - მტკიცდება „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“.
  8. 7181 - ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში, წესით გათვალისწინებული რეგულაციები შესაბამისობაში მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან, მათ შორის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან. ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურულ ნაწილში და ნებართვის მიღებისათვის შესაბამის ადმინისტარციულ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრაში შეტანილი ცვლილებებით მოწესრიგდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წლების განმავლობაში არსებული გარკვეული პრობლემები და თავიდან იქნება აცილებული შემდგომში ასეთი პრობლემების წარმოქმნა. პროექტით გათვალისწინებულია წესის მოქმედი რედაქციის დანართის ჩანაცვლება, რის შედეგადაც გამარტივდება შენობა-ნაგებობის კლასის განსაზღვრა.

     

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge