From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 25.12.2019 07:32

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 52970 -   მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
  2. ეკონომიკა 52961 - მტკიცდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის, კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა; სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება; შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი და აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობისათვის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.
  3. ეკონომიკა 52949 - ახმეტის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
  4. მთავრობა 52939 - კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიები, აგრეთვე მათი საქმიანობის უზრუნველყოფის ფარგლებში – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გათავისუფლდებიან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულებისგან 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
  5. მთავრობა 52937 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 130 ერთეულით.
  6. რეგიონული 52930 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი გამოყოფილი დაფინანსებებიდან დარჩენილი ეკონომიით ჯამში - 147 861 ლარი, განახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
  7. ფინანსები 52917- იქმნება საინვესტიციო პროექტების მართვის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს სოციალური დაცვის პოლიტიკას.
  8. იუსტიცია 52823 - სპეციალური პენიტენციური სამსახური   მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით  140 000  ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  9. იუსტიცია 52822 - სპეციალური პენიტენციური სამსახური  სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 4 000 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  10. ფინანსები 52804 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მმართველთა საბჭოს 2018 წლის 1 ოქტომბრის N663 და N664 რეზოლუციების („რეზოლუციები“) ფარგლებში IBRD-ის კაპიტალის გაზრდის შესახებ.
  11. მთავრობა 52759 - 2020 წლისათვის სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 192 ერთეულით.
  12. მთავრობა 52755 - 2020 წლისათვის სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 83 ერთეულით.
    2020 წლისათვის ა(ა)იპ - სპორტულ კლუბ ,,არმია"-ში  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 51 ერთეულით.
  13. მთავრობა 52753 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
  14. მთავრობა 52751 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ესმა გუმბერიძისთვის დაფინანსების გაცემას 17 000 ათასი ლარის ოდენობით.
  15. ეკონომიკა 52749 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარედ 83 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 100 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირს ოთარ საბაძეს.


    ხელმოსაწერი:
  1. 52748 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან 2020 წლის პირველ ივლისამდე გათავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო), საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ერთიანი მომსახურების ცენტრი (განყოფილება) და ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრთან (სამმართველო) და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს  ერთიანი მომსახურების ცენტრთან  (განყოფილება) კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთობისას.
  2. 52747 - პროექტის მიხედვით, სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, დამხმარე N2 შენობის პირველ სართულზე მდებარე 132.52 კვ.მ. ფართი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირების მიზნით.
    პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია. სამინისტროს დადებითი  პოზიცია დაფიქსირდა ელ. მთავრობის პროგრამაში (49242)
  3. 52745 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდოს გაცემას.


    კანონპროექტი:

  1. 52811 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე პროექტებზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge