| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები |
| Received On : | 03.12.2019 07:46 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. იუსტიცია 48241 - იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაციის პროცესის სრულფასოვნად დასრულების მიზნით ცვლილება შედის:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების აქტში, რომლის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, ხოლო ჩამონათვალს დაემატება „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“. ამასთან, პროექტით განისაზღვრება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის საკითხიც.
ცვლილება შედის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში;
ძალადაკარგულად ცხადდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის №255 დადგენილება.
2. შსს 48220 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
3. რეგიონული 48186 - დმანისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფლებში ქართულ კაკლიანში მისასვლელი გზისა და ბაღჩალარში შიდა გზის მოხრეშვის სამუშაოებს.
4. ფინანსები 48185 - პროექტის მიხედვით, შუახევი, ჩოხატაური, ხულო, ქედა, ახალციხე ლენტეხი და სიღნაღი - მუნიციპალიტეტებს დროებითი ფინანსური დახმარების სარგებლობის ვადა გაუხანგრძლივდებათ და განესაზღვრებათ არაუგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრისა.
5. ეკონომიკა 48182 - მთავრობის ცნობად საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯა-კო ენერჯის“ შორის „დაღეთი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2019 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების (რომელიც ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე „დაღეთი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის (სავარაუდო დადგმული სიმძლავრე - 0.5 მგვტ, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 4,25 მლნ.კვტ.სთ, სავარაუდო საინვესტიციო ოდენობა - 760 000 აშშ დოლარი) მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარებას, ელექტროსადგურის მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას) ავტომატურად შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან კომპანიის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.
6. რეგიონული 48174 - პროექტის მიხედვით, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ძირკოკში ღია საჭიდაო მოედნის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს შეუფერხებლად.
7. განათლება 48160 -
მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე
გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
8. ფინანსები 48115 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება 2019 წლის 7 ოქტომბერს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის ხელმოწერილი საკრედიტო
შეთანხმება (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა).
პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან შენიშვნები არ გააჩნია. (01/19390;
15.11.19 ხელმომწერი თ. ბარკალაია)
9. მთავრობა 48108 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახური 53 663 ლარის ფარგლებში განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
10. მთავრობა 48106 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბარკოდის წამკითველის, სკანერების, პრინტერების და პლოტერის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
11. მთავრობა 48101 -
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი
კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა.
მოქმედ შემადგენლობაში შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.
12. რეგიონული 48061 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2625.00კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
13. რეგიონული 48036 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13396.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
14. რეგიონული 48256 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, 2020 წლის განმავლობაში იურიდიული მომსახურებ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
15. განათლება 46940 -
პროექტის მიხედვით, სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, დამხმარე N2 შენობის პირველ სართულზე მდებარე 132.52 კვ.მ. ფართი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ
„საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირების მიზნით.
პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია.
16. განათლება 48529 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სააგენტოების/ორგანიზაციების მომსახურების (სტუდენტებისა და პაციენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვას 2020 წლის განმავლობაში განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
17. თავდაცვა 48505 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს 4000 ერთეული მატრასის სახელმწიფო შესყიდვას ელექტრონული შესყიდვის საშუალებით.
18. ეკონომიკა 48491 - ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტისა და მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილში.
19. ეკონომიკა 48488 - მთავრობის ცნობად სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სს „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (ქ. თბილისის ცენტრალურ უბანში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს თანამდროვე ტიპის სასტუმრო) გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრისა და დამატებითი ვადის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ.
20. ეკონომიკა 48388 - შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რენტგენული სკანერების შესყიდვას (თანმდევი მომსახურებით) განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გაფართოების პროექტის განხორციელებისათვის, საკუთარი ფინანსური რესურსით.
21. განათლება 48382 - სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
22. განათლება 48370 - სსიპ – ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
23. განათლება 48367 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
24. მთავრობა 48336 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება მის მიერვე განსაზღვრული წესის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურისათვის/ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევის თაობაზე მოსამსახურის დაქორწინების შემთხვევაში, შვილის შეძენისას, გარდაცვალების ან/და საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრის (მეუღლე, მშობელი, შვილი) გარდაცვალებისას.
25. მთავრობა 48289 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უძრავ ქონებას (შენობის პირველ სართულს) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემს შესაბამის პირებს ბანკომატების, ყავის აპარატების განთავსების მიზნით.
26. ფინანსები 48286 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცემს 2 ცალ პრინტერს „EPSON L805“.
27. გარემო 48284 - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
28. ფინანსები 48307 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 3 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1. ფ/პ გოგი შაფათავა (პ/ნ 01026000412)
2. შპს "მერფი ყაზბეგი" (ს/ნ 400152106)
3. შპს "სი-ტი პარკ" (ს/ნ 204543770
ხელმოსაწერი:
კანონპროექტები:
პროექტის არსი: შეიქმნება მაჭახლის დაცული ლანდშაფტი, რაც ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.
პატივისცემით,
ნათია