From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 11.03.2020 07:12

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 9296 - სსიპ-ში აწარმოე საქართველოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 19  ერთეულით.
  2. ეკონომიკა 9295 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და Bureau Expo Dubai 2020-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანდართული პროექტი, რომელიც არეგულირებს საქართველოს მონაწილეობის პირობებს საერთაშორისო გამოფენაში - “Expo 2020 Dubai”, 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით და განსაზღვრავს მხარეთა (Bureau Expo Dubai 2020) და საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს გამოფენის მსვლელობისას.
  3. ეკონომიკა 9294 - მთავრობასთან თანხმდება, შპს ,,ენგურჰესსა‘‘ და კომპანია - ,,Siemens Gas and Power GmbH & Co. KG‘‘ - სთან (თავდაპირველი სახელწოდება - ,,SIEMENS AG-ს’’-ს) შორის დასადები ხელშეკრულება.
  4. ეკონომიკა 9290 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
  5. ფინანსები 9247 - ფინანსთა სამინისტრო მიმართავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტისათვის” დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
  6. ეკონომიკა 9231 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (სკვერი), რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
  7. რეგიონული 9230 - მტკიცდება 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესი, რომელიც მოიცავს საპილოტე რეგიონებში, ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ღონისძიებების ფარგლებში, წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს და მათი დაფინასების წესს.
  8. საგარეო 9192 - მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ალბანეთის რესპუბლიკისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარი.
  9. მთავრობა 7830 - ცვლილება შედის საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესში, რომელიც განსაზღვრავს ღია, დახურულ და  გამარტივებულ საჯარო კონკურსთან ერთად შიდა კონკურსის ჩატარების წესს, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგებს.
    პროექტი შეთანხმდა ადმინისტრაციის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.
  10. მთავრობა 7831 - ცვლილება შედის ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტულ ფორმებში, პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოებას; ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად განისაზღვრა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მოთავსებისას, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, დადგინდა, რომ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის, აგრეთვე საჯარო სამსახურის უფლებამოსილებების 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    პროექტი შეთანხმდა ადმინისტრაციის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

    ხელმოსაწერი:
  1. 9273 - სსიპ შემოსავლების სამსახურში 2020 წლისთვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 597 ერთეულით.
  2. 9244 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ“ 1997 წლის 28 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
  3. 9242 - ხელი ეწერება „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის  შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
  4. 9239 - გაიმართება მოლაპარაკება „2015 წლის 9 აპრილის „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.
  5. 9237 - ხელი ეწერება „2018 წლის 5 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“.

    კანონპროექტი:
  1. 9163 - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
    პროექტის მიხედვით იზრდება ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის უწყების ჩაბარების შესაძლებლობა. აღნიშნულის შედეგად ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მაქსიმალური რაოდენობის კანდიდატები გამოცხადდებიან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩამოყალიბდეს.
  2.  9161 - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  ცვ პროექტები

პროექტის არსის მიხედვით გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვის უფლება ბრალდების მხარის მსგავსად ენიჭება ასევე დაცვის მხარეს.

          


პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge