From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 10.03.2020 07:57

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 9113 - საქართველოში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანების დაფასებისა და მათი დაფასების სათანადო აღნიშვნის მიზნით მტკიცდება საიუბილეო მედალი ,,საიუბილეო მედლის ,,ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი'' და აღწერილობა.
  2. ეკონომიკა 9103 - უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირ გიორგი აზარიაშვილს, წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების პირობით, რაც ითვალისწინებს დაბა ბაკურიანში ევროსტანდარტების შესაბამისი საბაგიროსა და არანაკლებ 120 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის შექმნას, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა რეგიონის ტურისტულ განვითარებას.
  3. ეკონომიკა 9101 - შპს „ბერალი ჰესს“ საკუთრებაში გადაეცემა, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღებში არსებული, 3 ერთეული, ჯამში 2976 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც განხორციელდება ჰიდროელექტროსადგურის „ბერალი ჰესის“ მშენებლობა, ფლობა და ოპერირება.
  4. ეკონომიკა 9053 - ქალაქ თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი N49ა-ში მდებარე  შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 1657 კვ.მ 25 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაეცემა „ა(ა)იპ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას“, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ჭიდაობის მიმართულებით სპორტის განვითარებას.
  5. ფინანსები 9006 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაცემს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (7,500,0 2 ცალი კოტეჯი).
  6. გარემო 9122 - ცვლილება შედის იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, პროექტის მიხედვით განისაზღვრა ბიზნესოპერატორის პირობითი აღიარების ვადის შეჩერების პირობები და აღიარების გაუქმების  საფუძველი.
  7. გარემო 9123 - პროექტი ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანიც იქნება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა თემატური სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და ასევე, „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ 1979 წლის 13 ნოემბრის კონვენციის ოქმების რატიფიკაციისა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება.
    კომისიაში წევრის სტატუსით შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
  8. გარემო 9125 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 და ტურა 15 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  9. გარემო 9128 - ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  10. გარემო 9124 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა  და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და ადამიანის სერვისების დეპარტამენტის - დაავადებათა  კონტროლისა და პრევენციის ცენტრს  (CDC) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი – საზოგადოების  გლობალური ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება: კოოპერაციული  ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის -2017.
    აღნიშნული ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სფეროში საკვებისმიერი დაავადების ერთობლივი ღონისძიებების შემუშავებას, დანერგვას და ეპიდაფეთქების ეფექტური მართვას ყველა დაინტერესებული უწყების მიერ,  ხოლო, ბრუცელოზთან ბრძოლის სტრატეგიის განსაზღვრა კი ხელს შეუწყობს ბრუცელოზზე ზედამხედველობის განხორციელებას ძაღლებში, ბრუცელოზის პრევალენტობის შეფასებას სამიზნე ცხოველებში და სასოფლო სამეურნეო ცხოველებში ბრუცელოზის აღმოფხვრის სტრატეგიული  გეგმის შემუშავებას. 
  11. მთავრობა 8970 სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ახალი ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე (მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N15 ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შპს ,,სპორტმშენსერვისის" მიერ მულტიფუნქციური სპორტული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკური ზედამხედველობას, სამშენებლო საქმიანობის ძირითადი სპეციალისტების საშუალებით. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების კონტროლის მიზნით.
  12. მთავრობა 8968  - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები.
  13. ეკონომიკა 8913 – პროექტის მიხედვით, შპს „არძანი“ არაუგვიანეს 2025 წლის 28 ივლისისა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, იჯარის უფლებით გადაცემულ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების აშენებას, აღჭურვასა და ფუნქციონირების დაწყებას, ამ მიზნით, არანაკლებ 13 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  14. განათლება 8899 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს, რაც მოხმარდება სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და ავტორიზაციის დაფინანსებას. 
  15. განათლება 8898 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვის „ლაზარე“-ს ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს.  ფონდი ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.
  16. განათლება 8897 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლისთვის  ფინანსური დახმარების (452,753.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებებს, ორგანიზაციის მიზანია აღმოუჩინოს ინტენსიური დახმარება ყველა იმ ახალგაზრდას და მარტოხელა დედებს, რომლებიც, 18 წლის ასაკში ტოვებენ ზრუნვის სისტემებს და რჩებიან ქუჩაში.
    პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.



    ხელმოსაწერი:
  1. 9130 -  საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ წარმოდგენილი 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატი -  გოჩა ლორთქიფანიძე.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge