From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 09.03.2020 08:06

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 8860 - ქალაქ ფოთში, პოლიკარპე ზერაგიას ქუჩაზე მდებარე 2000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით. 
  2. ეკონომიკა 8859 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  3. ეკონომიკა 8858 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ელექტროვატს“ შორის „ბოყო ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის თაობაზე 2019 წლის 20 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დასადები შეთანხმების პროექტი.
  4. ეკონომიკა 8857 - შპს „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 47650 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც უზრუნველყოფს „ლახამი 1“ და „ლახამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების აშენებასა და ექსპლუატაციაში მიღებას.
  5. ეკონომიკა 8856 - პროექტის მიხედვით, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიისათვის“ სარგებლობაში გადაცემული 13 ერთეული მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების მოქმდების ვადა გაიზრდება 49 წლამდე, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების (SCPX) პროექტის განხორციელებას.  
  6. ეკონომიკა 8855 - პროექტი ითვალისწინებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში არსებული 30054 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას მისი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის, შემდგომში მიზნობრიობის არასასოფლო-სამეურნეოდ შეცვლისა და ა(ა)იპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისათვის“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაცემის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის  მიზნების განხორციელებას.
  7. ეკონომიკა 8831 - პროექტის მიხედვით, ფ/პ ნიკოლოზ კვეზერელისთვის გადაცემული დაბა გუდაურში მდებარე 12799 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 15201 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქონება გახდება უპირობო საკუთრება.
  8. რეგიონული 8682 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 11139.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის  განაშენიანების დეტალური გეგმა.
  9. რეგიონული 8675 - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში - 98 934  ლარიდან 76 629  ლარს  მიმართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსა - ღრმაღელე - ორმეთი - ომფარეთი - წყალწმინდის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად, ხოლო 22 305 ლარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიის შენობის პირველ სართულზე იატაკის მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად.
  10. რეგიონული 8665 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოფელ ვაქირში ხუთმილა წყალთან სანიაღვრე არხის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელებას.

    ხელმოსაწერი:
  1. 8830 - მთავრობასთან თანხმდება:
    „სოფიო ქაცარავას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 6 მარტის N 06/03/01 განკარგულება,
    „დავით დონდუას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 6 მარტის N 06/03/02 განკარგულება,
    „ლევან იზორიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 6 მარტის N 06/03/03 განკარგულება.
  2. 8809 - 2020 წლის განმავლობაში წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდება კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი.
  3. 8790 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ლევან ხარატიშვილის დანიშვნას.
  4. 8789 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ლევან ხარატიშვილის დანიშვნას.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge