From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 02.03.2020 07:52

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 7877 - მცხეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.
  2. განათლება 7875 - მტკიცდება ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები.
  3. იუსტიცია 7855 - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
  4. რეგიონული 7844 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
  5. გარემო 7840 - მტკიცდება მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა.
  6. იუსტიცია 7839 - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
  7. იუსტიცია 7838 - პროექტის მიხედვით უზრუნველყოფილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნების ოთახების ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, 2020 წლის განმავლობაში.
  8. მთავრობა 7833 - პროექტის მიხედვით,  საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელდება თანამშრომლებისათვის სატრენინგო  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  9. საგარეო 7819 - საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობას კომისიის წევრის სტატუსით ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. მოქმედ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი.
  10. ფინანსები 7805 -  პროექტი ითვალისწინებს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმდინარე ვალდებულების დაფინანსებას.
  11. განათლება 7804 - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ არქიტექტურულ ობიექტს - ქ. თბილისის ტერიტორიაზე, დაბა კოჯორში, ნასოფლარ გუდელისში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.
  12. განათლება 7799 - სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცემა თანხმობა თავის სარგებლობაში  არსებული უძრავი ქონება (მისამართი: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1)  მდებარე სამი ოთახი: N7ა სასწავლო აუდიტორია (41,89 კვ. მ); N16 სასწავლო აუდიტორია (61,227 კვ.მ); N20 ადმინისტრაციული ოთახი (39,694 კვ.მ.), დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში, თხოვების ფორმით  გადასცეს ა(ა)იპ - კოლეჯ „პრესტიჟს“ 2020 წლის პირველი მარტიდან 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
  13. რეგიონული 7796 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 4591.00 კვ.მ. გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  14. რეგიონული 7761 - პროექტი ითვალისწინებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
  15. განათლება 7758 - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  16. გარემო 7731 - სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ვიდეოსათვალთვალო აპარატურის (10 ცალი 16-არხიანი ვიდეო ip ჩამწერი, 90 ცალი კამერა და 10 ცალი მყარი დისკი) სახელმწიფო შესყიდვა.

    ხელმოსაწერი:
  1. 7850 - სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვას.
  2. 7776 - მთავრობასთან თანხმდება, დაცული ტერიტორიების  სააგენტოს 2020  წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  3. 7766 - პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილებას.

    2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს, მიეცემათ შესაძლებლობა სწავლის დასაფინანსებლად მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge