მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 7538 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის
დარეგულირებას.
- განათლება 7537 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო, ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით. - განათლება 7525 -
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური დახმარების (475,550.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
- გარემო 7517 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მაჭახელას ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება დონორი ორგანიზაციის - კავკასიის ბუნების ფონდის (CNF)
მიერ.
- ეკონომიკა 7514 - სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“ უზრუნველყოფს ენგურის კაშხალზე გადმოსახედი მე–3 ბაქანის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
- ეკონომიკა 7513 - საერთაშორისო გამოფენა - „Expo 2020 Dubai“-ში საქართველოს მონაწილეობის მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ გამოფენაში ქვეყნის მონაწილეობის მაღალ დონეზე ორგანიზებას და ქვეყნის პოპულარიზაციას
საერთაშორისო მასშტაბით.
- რეგიონული 7507 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ დიდვაკეში მდებარე 3 მრავალბინიანი სახლის გადახურვის, ფასადების და აივნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის
საჭირო მასალების შეძნას.
- შსს 7470 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- შსს 7467 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა, საქართველოს კანონმდებლობით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განახორციელოს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.
- მთავრობა 7430 - შპს "ჯორჯტრანსისთვის" სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის საჭიროს მიწის სამუშაოების განხორციელების ვადა განესაზღვრება 3 წლით.
- მთავრობა 7427 - წლისათვის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 210 ერთეულით.
- მთავრობა 7423 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემასა და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერას.
- მთავრობა 7422 - პროექტის მიხედვით ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი მისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს სსიპ ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურს.
- ფინანსები 7376 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს სხვადასხვა ტიპის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 7365 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერებისთვის სკანერების სახელმწიფო შესყიდვას.
- ფინანსები 7358 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამისთვის“ დამატებითი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
- საგარეო 7727 - სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 45 ერთეულით.
- საგარეო 7726 - „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სსიპ- ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 12 ერთეულით.
- ეკონომიკა 7709 - პროექტის მიხედვით, საქართველო ოფიციალურად გახდება 2022 წლის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა „ITB Berlin 2022” მასპინძელი ქვეყანა.
- ფინანსები 7691 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A“ და „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B“ დაკავშირებით
ფინანსური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე და სამუშაოების დასრულების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევასთან დაკავშირებით
- რეგიონული 7598 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2018 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- ეკონომიკა 7552 - მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, პროექტის მიზანია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის საიმედოობის, უსაფრთხოების,
მდგრადი განვითარების, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.
- ფინანსები 7687 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 6 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
1.
შპს "ნილი" (ს/ნ 200135558)
2.
ი/მ "ვახტანგ პავლიაშვილი" (ს/ნ 01017001241)
3.
ი/მ "ნიკა დიღმელაშვილი" (ს/ნ 01015005668)
4.
შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" (ს/ნ 211352016)
5.
შპს "ტელეიმედი" (ს/ნ 202188612)
6. შპს "სტუდია მაესტრო" (ს/ნ 236080557)
ხელმოსაწერი:
- 7624 - შპს „RMG GOLD“-ს
სარგებლობაში გადაეცემა უძრავი ქონება. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის
მოწყობისა და შესაბამისად, სანიაღვრე წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
- 7621 - შპს „RMG Copper“-ს
სარგებლობაში გადაეცემა უძრავი ქონება. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, ფუჭი ქანების სანაყარო(ებ)იდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის
მოწყობისა და შესაბამისად, სანაყაროებიდან დრენირებული წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
- 7613 - სს „RMG Copper“-ს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2041 წლის 16 აპრილამდე, სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურად - 699 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშში მდებარე 2911 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანიის მიერ აღნიშნული ქონება, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში, კუდსაცავიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობის
მოწყობისა და შესაბამისად, კუდსაცავიდან და სანაყაროებიდან დრენირებული წყლების გარემოში მოხვედრის აღკვეთის მიზნით.
კანონპროექტი:
- საგარეო 7724 –,, საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ ცვ პროექტი
საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი 175 აშშ დოლარის ოდენობით, თუ უკვე გაცემული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დღიდან 180 კალენდარული დღის გასვლამდე,
ერთი და იმავე პირი ან/და წარმომადგენელი მიმართავს განცხადებით საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისათვის. - 7419 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცვ პროექტი
556 (მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა) და 1355 (საქართველოს
დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით ან სპეციალური რეგულარული
გადაყვანის განხორციელება დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით) მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს 2020 წლის 1 ივნისის შემდგომაც განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ამასთანავე, 1355 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. - 7417 - ნარჩნების მართვის კოდექსი ცვ პროექტი
მუხლები რომლებიც არეგულირებს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემმუშავებელ (კოდექსის მე-14 მუხლი) პირთა წრეს და ასევე კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევისათვის სანქციების გაზრდას (კოდექსის 43 -ე მუხლი), რომლებიც ძალაში შედის
2020 წლის 1 ივლისიდან, კანონპროექტით დაწესდება გაზრდილი სანქციები ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისათვის. - 7415 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ ცვ პროექტი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ ვეტერანები გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, ყველა სარჩელზე.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge