From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები 10-13
Received On : 13.04.2020 06:47

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ.მთავრობის საკითხებს:



1. 13541 - განათლება - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 395 ერთეულით.

2. , 13539 - ეკონომიკა - სსიპ - ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) მდებარე 541.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #26.01.45.606) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე 471.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი #26.01.45.570) პრივატიზება ელექტრონული აუქციონის ფორმით

3. 13536 – ეკონომიკა - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კერამიკა ელ ტორენტესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის  №852 განკარგულებაში ცვლილება

2020 წლის 12 თებერვლის N19, 12 მარტის N25 და 07 აპრილის N50 (სააგენტოში რეგ. N15322/ფ, N27255/ფ და N35699/ფ) წერილებით მყიდველმა მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით განსაზღვრული საწარმოს შექმნის ორ წლიანი ვადის ცვლილება, კერძოდ, განკარგულების გამოცემიდან კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შესაქმნელად და წარმოების დასაწყებად 30 თვიანი ვადის განსაზღვრა. გარდა ამისა, კომპანიამ მოითხოვა შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლით დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიება ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისიწინებული ვალდებულების შესრულების პირობით. ასევე, მყიდველმა მზადყოფნა გამოთქვა წარმოადგინოს შესაბამისი ვადაგაზრდილი საბანკო გარანტია და წარმოების დაწყებიდან შეინარჩუნოს წარმოების პროფილი არანაკლებ 5 (ხუთი) წლის ვადით. მყიდველის განმარტებით, კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის დადგენილ ვადაში განხორციელება. აღნიშნული დაბრკოლების დასაძლევად, კომპანიამ გააფორმა სესხის ხელშეკრულება სს „საქართველოს ბანკთან“. გარდა ამისა, კომპანია აღნიშნავს, რომ განსახორციელებელი პროექტის გეგმით განსაზღვრულ ვადებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რაც ასევე, დაეხმარება მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულებაში. ამასთან, შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს განმარტებით საწარმოს მშენებლობაზე, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია ორმოცი ადამიანი, ხოლო საწარმოს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, დასაქმდება ოცდარვა ადამიანი.

 

4. 13535 – ეკონომიკა - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 36 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N81.10.40.027), გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 36 კვ.მ. (ს/კ 81.07.04.603), 36 კვ.მ. (ს/კ 81.07.04.604), 36 კვ.მ. (ს/კ 81.07.04.605) და 36 კვ.მ. (ს/კ 81.07.04.606) მიწის ნაკვეთების (შემდეგში ერთობლივად, „უძრავი ქონება“) სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ (ს/ნ №205169066) (შემდეგში, „კომპანია“) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2700 (ორი ათას შვიდასი) ლარად საკუთრებაში გადაცემას.                

 

5. 13525 - ეკონომიკა -  "ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ".

სააგენტოში წარმოდგენილი 2020 წლის 5 თებერვლის №75/02 და 2020 წლის 17 თებერვლის №103/02 (სააგენტოს რეგისტრაციის №18311/04, 19.02.2020 წელი) წერილებით კავშირი აღნიშნავს, რომ  სარაგბო ბაზის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო 2018 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, განხორციელდა მხოლოდ კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და სხვა სახის სამუშაოები არ ჩატარებულა. სარაგბო ბაზაზე დასაქმებულია 10 (ათი) პირი. იმის გათვალისწინებით, რომ კავშირმა, რომელიც უმეტესად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უკვე გადაიხადა არქიტექტურული პროექტის დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა, ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს (61 500 ლარი) გადახდა გამოიწვევს კავშირის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებას. ამდენად, მყიდველმა მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება.

 

6. 13468 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ასპინძა-ახალქალაქის სატყო უბნის განძის სატყეოს კვარტალ N1-ის ლიტერ N3-ში მდებარე 3000 კვ.მ.  ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი) მიზნით  ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.

სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ასპინძა-ახალქალაქის სატყო უბნის განძის სატყეოს კვარტალ N1-ის ლიტერ N3-ში მდებარე 3000 კვ.მ. ფართობზე (ს/კ: N65.04.31.137) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) წლით.

 

7. 13468 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - „სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის,  მცხეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს N6 კვარტლის N5 ლიტერის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში  მდებარე 2401 კვ.მ. ფართობზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის მისაღებად) ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი

სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის  მცხეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს N6 კვარტლის N5 ლიტერის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში  მდებარე 2401 კვ.მ. ფართობზე (ს/კ: 72.11.02.428) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მისაღებად)  ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვროს 20 (ოცი) წლით.

8. 13461 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო -  საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პრ.

ემატება 6 მეწარმე სუბიექტი, რომლისთვისაც დასაშვები იქნება სამეწარმეო საქმიანობა. ეს ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით რომ დასავლეთ საქართველოში იწყება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება რასთან დაკავშირებითაც ხდება როგორც სპეციალური ტექნიკის ასევე, თანამშრომლების მობილიზება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, რომლებით რამდენიმე თვის განმალობაში დარჩებიან ადგილებზე და განახორციელებენ საჭირო ღონისძიებებს (შეწამლითი სამუშაოები, ფერომონების განთავსება და სხვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა რომ ფუნქციონირებდეს რამდენიმე სასტუმრო სადაც განთავსდებიან ეს  თანამშრომლები. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა ექვსი სასტუმრო, რომელთა ფუნქციონირებაც დაშვებული უნდა იყოს.


9. 13431 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული  სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის  თაობაზე“.

განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ს/ქ N3-ში მდებარე 1172376 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: N1, N2, N3, N4 და N5 (ნანგრევები) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №55.11.65.042) და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგიწმინდაში მდებარე 2489 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №55.11.65.003) (შემდგომში - უძრავი ქონება), საბაზროზე ნაკლებ ფასად - 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე.

 

10. 13423 - გარემო და სოფელი - „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულებაში ცვ. - ცვლილებების თანახმად პროექტში შესაძლებელი გახდება შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა ერთწლოვანი კულტურების დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სესხები გაიცემა  შემდეგი მიზნობრიობებით: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შრომითი რესურსების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკისა საწვავ-საცხები მასალების  და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებლად, ასევე სარწყავი სისტემ(ებ)ის რემონტისათვის. ერთწლოვნი კულტურებისთვის ქვეკომპონენტით სარგებლობა შეეძლებათ შემდეგ პირებს:  საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). აღნიშნული ქვეკომპონენტის  ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით. ხოლო ქვეკომპონენტის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტების მიერ სესხის საპროცენტო განაკვეთი დგინდება სესხის მოცულობიდან და სესხის უზრუნველყოფიდან გამომდინარე. ასევე ხორციელდება სხვა ღონისძიებები

 

11. 13394 - გარემო და სოფელი - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.

ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდშ - ემატება შემდეგი შინაარსის 8-11 პუნქტები:

„8. ვეტერინალური კლინიკები;

  9. ცხოველთა თავშესაფრები;

 10. ნიადაგის, ვეტერინალური პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმოკატების ლაბორატორიები;

 11. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის წარმოება/რეალიზაცია.“

 

12. 13358 - ფინანსები - „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2019 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ ფარგლებში გამოყოფილი სესხის მეორე ტრანშის გააქტიურების და აღნიშნული ტრანშით გათვალისწინებული ავტობუსების დეპოს მშენებლობის და მასთან დაკავშირებული მომსახურების ნაცვლად დამატებითი 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენის დაფინანსების თაობაზე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2019 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმების „თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ ფარგლებში დამატებით მესამე ტრანშის სახით ქალაქ თბილისის ავტობუსების პარკის გასაახლებლად (18 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად) საჭირო სესხის გამოყოფის მიზნით.


13. 13337 - საგარეო - „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში ცვლილება- ეხება კორონავირუსთან დაკავშირებით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის საკითხებს.


14. 13334 -  მთავრობის ადმინისტრაცია - ,,სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე  წინასწარი თანხმობის მიცემის - ეხება ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას.

 

 

პატივისცემით,

ნათია


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge