| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები 22.04.20 |
| Cc : | tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.04.2020 06:58 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი, კოლეგებო,
გიგზავნით ელ.მთავრობის საკითხების ჩამონათვალს:
1. 14391 - მთავრობა - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - ცვლილება ეხება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული წარმოების საკითხებს.
2. 14406- ეკონომიკა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“.
განცხადებები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე, 3000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N74.01.15.054) (შემდგომში - უძრავი ქონება) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურის - 56 400 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
სააგენტოში წარდგენილ კომპანიის კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტი“ წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც გეგმავს განახორციელოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე, კომპანიას დაგეგმილი აქვს სატრანზიტო წერტილების ათვისება ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. დასახელებული პროექტის ფარგლებში, კომპანია გეგმავს სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ის შექმნას და ამ მიზნით 1 (ერთი) მილიონი ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტირებას.
3. 14413- განათლება - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ „Check in Georgia-ს“ ფარგლებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №883 განკარგულებაში ცვლილება.
წარმოდგენილი ცვლილებით, განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალება ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე გადარიცხული თანხების მონიტორინგი, გარდა, 2019 წელს, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ (ს/კ: 405158804), 2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩასატარებლად გადარიცხული თანხიდან, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ 2019 წელს აუთვისებელი თანხისა.
4. 14399- ინფრასტრუქტურა - „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 იანვრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ეხება საგაზაფხცულო გაწვევის ვადებს -მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 16 მარტამდე და 2020 წლის 23 მაისიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში.
14403- იუსტიცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულებაში ცვ.
„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულებით, პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ, ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისათვის განისაზღვრა პრინციპები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, კერძოდ, სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე, თუმცა რეგულირების მიღმა დარჩა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №619 განკარგულებით გათვალისწინებული პრინციპები გავრცელდეს, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის № 321 დადგენილებით გათვალისწინებულ გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართაც, კერძოდ, სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე, გარდა პირდაპირი შესყიდვის საშუალებით შესყიდული/შესასყიდი სამუშაოების ხელშეკრულებისა.
5. 13918 - გარემო -„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს (ცვლილება ეხება ტყითსარგებლობის საფასურის გამოყენების საკითხებს).
6. 13919 - გარემო- „სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემა
7. 14294 - ფინანსები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოფს 2019 წლის 31 ოქტომბერს საქართველოსა და Societe Generale-ს შორის ხელმოწერილი „BPI AE საკრედიტო ხაზის შეთანხმების“ (Thales LAS France ნასყიდობის ხელშეკრულება) და ზოგადი პირობების შეთანხმების ფარგლებში იურიდიული მომსახურების ღირებულების გადახდას „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“ – (პროგრამული კოდი - 56 03) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო შემდგომი წლების მომსახურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების გადახდა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებიდან.
პატივისცემით,
ნათია