From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხების შეთანხმება _ 26.06.19
Received On : 26.06.2019 08:50

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       ეკონომიკა 24187 - სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების თანახმად (რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, და ასევე მთავრობის 4 წევრი ქობულია, წულუკიანი, მაჭავარიანი, დავითაშვილი), ქონების მართვის სააგენტოს ევალება:

ა) სახელმწიფოს სახელით, 3 (სამი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით მიიღოს სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი საწარმოს შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ (ს/კ 405192795) საკუთრებაში არსებული, დანართი N1-ით განსაზღვრული უძრავი ქონება;

ბ) სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად იჯარის უფლებით, 3 (სამი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკას“ (ს/კ 205165453) და შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“ (ს/კ 204871594) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონება დანართი N2-ის შესაბამისად.

 პროექტზე თანდართული მასალების მიხედვით,  კლინიკებისათვის იჯარის უფლებით, ქონების სარგებლობაში გადაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან: 1. კლინიკები წლებია ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ წარმოდგენილი უძრავ ქონებას და იჯარის უფლებით გადაცემის შემთხვევაში სამართლებრივად მოწესრიგდება ქონების ფლობისა და სარგებლობის საკითხი., 2. ასევე მნიშვნელოვანია სამართლებრივად დაფიქსირდეს დასახელებული ქონებების კლინიკების მიერ ფლობისა და სარგებლობის საკითხი. მაგ.: ლიცენზიებისა და ნებართვების აღების ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების, მათი დანართების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უძრავი ქონება შენარჩუნდეს შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ საკუთრებად, ვინაიდან ძირითადი არსი აღნიშნული ქონების სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ საკუთრების უფლებით, ხოლო შემდგომ სს „საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია შპს „კლინიკების განვითარების კომპანიისათვის“ გადაცემისა, მდგომარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კლინიკების განვითარების კონცეფციის მომზადების შემდგომ, შესაბამისი ქონების გამოყენებით, სს „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანია შპს „კლინიკების განვითარების კომპანიის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო წინადადებების წარდგენაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, კლინიკებში, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების მოზიდვა, მათი საერთაშორისო სტანდარტებით მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით სახელმწიფოს, ინვესტორისა და კლინიკებში დასაქმებული პერსონალის ინტერესების გათვალისწინებით.

პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.

 

2.       ეკონომიკა 25831 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“, ერთად შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სააქციო საზოგადობად გარდაქმნისა ახალი პროექტის შემუშავება.

3.     ეკონომიკა 25803 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (ჯამში 94 ერთეული უძრავი ქონების (საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენები)) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 24 177 326.25 (ოცდაოთხი მილიონ ას სამოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცდაექვსი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘, მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების მიზნით.  

4.     თავდაცვა 25786 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცემა  თანხმობა 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე. 

5.     რეგიონული 25761 - მტკიცდება საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023  წლების სტრატეგია და საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების  2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.

პროექტი შეთანხმებულია ეკონომიკურ, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის,  შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტებთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

სოციალური დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები გაზიარებულია სრულად. (პროექტი ატვირთულია განმეორებით, უწყებების შენიშვნების გათვალისწინებით).

6.       გარემო 25758 - ცვლილება შედის პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში.
პროექტის მიხედვით,  ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
ზუსტდება გარკვეული ნორმები და საკითხები, ასევე გამარტივდება ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საქართველოში წარმოება და ბაზარზე განთავსება.

7.     იუსტიცია 25753 - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს შესყიდვის ობიექტების (კვატროციკლი, ლეიბები, მიკროავტობუსი) სახელმწიფო შესყიდვები.

8.     ეკონომიკა 25750 - პროექტი ითვალისწინებს, „ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის“ მშენებლობის დროულად დაწყებისა და შემდგომში მისი შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

9.     ეკონომიკა 25747- მტკიცდება საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა.

10.  ეკონომიკა 25730 - შპს „იტონგ კავკასუსს‘‘ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის  მე-7 კილომეტრზე (ნაკვეთი 07/039) არსებული 23705 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N17 შენობა-ნაგებობები და ქ. თბილისში, რკინიგზის სადგური „ლილოს" მიმდებარედ არსებული 44616 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: საპრივატიზებო თანხის, 100 000 ლარის გადახდა. უძრავ ქონებაზე ღია/დახურული საწყობისა ან/და საგამოფენო სივრცის/დარბაზის მოწყობა, სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 30 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

კომპანიის თხოვნაა ნაკისრი ვალდებულებების გადავადება 10-11 თვით და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დასაკისრებელი/დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა დგება 2019 წლის 12 ივლისს, კომპანიას ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლო დაეკისრება 2019 წლის 13 ივლისიდან, ამასთან გაუქმდება შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის N2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივლისის N1449 განკარგულებების მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (2 287 227 - ორი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ორას ოცდაშვიდი ლარი) პატიება.

 

11.  ეკონომიკა 25726 - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენებისა და აგრეთვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: ძველი ხიბულის და ახალი ხიბულის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩხორიის, ოქტომბერის, დავითიანის, დიდი ნეძის კახათისა და ჭაქვინჯის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

12.  მთავრობა 25705 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე ტაბატაძის ნაცვლად განისაზღვრება გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა.
კომისიის მოქმედ, უნივერსალურ შემადგენლობაში წევრის სტატუსით ასევე შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე

13.  ფინანსები 25318 - მთავრობას ცნობად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისათვის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (159 ტომარა ცემენტი) უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

14.  ფინანსები 25316 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1  ცალი ვირტუალური ინფრასტრუქტურის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

15.  ფინანსები 25315 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) სახელმწიფო შესყიდვას.

16.  რეგიონული 25303 – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (დამკვეთი) და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს (კონტრაქტორი/ტოდინი) შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ცნობად იქნება მიღებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე. ამასთან, ცნობად იქნება მიღებული რომ საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ფარგლებში თანხა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს მიერ დეპარტამენტისათვის მიყენებული ზიანი, მათ შორის, შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში თანხა დეპარტამენტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნება საერთაშორისო არბიტრაჟში.

17.   განათლება 25198 - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწაზე (ქალაქი ბათუმში, სვიშევსკის  ქუჩა №1) „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

18.   საგარეო 25177 -  ახალი შემადგენლობით ყალიბდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია.

19.  გარემო 25159 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდში სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყითსარგებლობის ვადა (49 წელი) და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის პირობები, რის შესაბამისადაც, გამოცხადდება აუქციონი, გაიცემა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია და ტერიტორიაზე მოეწყობა სამონადირეო მეურნეობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

20.  გარემო 25152 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე საშუალაზე ჰესების კასკადის მშენებლობის მიზნით, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა.

21.   განათლება 25150 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსურად (687 109 ლარით)  დაეხმარება „ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს.

22.  გარემო 25144 - ცვლილება შედის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში, სამინისტროების შერწყმის პირობებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მანდატი, გასცდა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვას და მოიცვა გარემოს დაცვა და ზოგადად, სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები,  პროექტის მიხედვით ცვლილება აისახება მის დასახელებაშიც და სააგენტოს სახელწოდება შეეცვლება შესაბამისად: ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“.

23.  შსს 25113 - ახალი შემადგენლობით ყალიბდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადასაცემი საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საბალანსო მონაცემებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის განსაზღვრის, განკარგვისა და გადაცემის მიზნით, შექმნილი კომისია.

24.  შსს 25112 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქსელების,  ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

25.  ეკონომიკა 25053 - ცვლილება შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, სამინისტროს ემატება საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებიც იქნება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების, ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;  საინვესტიციო  პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და  კოორდინაცია და სხვა.

26.  გარემო 25043 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.

27.  25032 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - მარცვლოვნებსა   და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ პროდუქტებში  T-2 და HT-2 ტოქსინის არსებობის შესახებ, რომლის მიზანია  მარცვლოვნებსა და მარცვლოვნების გადამუშავებით დამზადებულ  სურსათსა და ცხოველის საკვებში T-2 და HT-2 ტოქსინ(ებ)ის არსებობაზე  კომპეტენტური ორგანოს მიერ, ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით, მონიტორინგის განხორციელება.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.

28.   იუსტიცია 24996 - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.“-ს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყება საარბიტრაჟო დავა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით დაიწყებს საარბიტრაჟო პროცესს კომპანია „TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.“-ს წინააღმდეგ.

29.  რეგიონული 24965 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და China Railway 23rd Bureau Group Co. Ltd-ს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

30.  გარემო 24954 - სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ერთი ერთეული დიზელგენერატორის და 3 ლოკაციაზე (სენაკი, ზესტაფონი, ოზურგეთი) ვიდეოსათვალთვალო სისტემის  სახელმწიფო შესყიდვა.

31.  გარემო 24931 - ცვლილება შედის ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალურ წესსში‘‘ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესსა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესში“, რომელთა მიხედვით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოებისა) ვალდებულია დანერგოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის  პრინციპების შესაბამისად.

32.  გარემო 24927 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი,  საშტატო  ნუსხა და სახელფასო ფონდი.

33.  ფინანსები 24906  - პროექტის მიხედვით განხორციელდება სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ობიექტის აუცილებელი კეთილმოწყობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (2 800.0 ლარის ფარგლებში).

34.  განათლება 24848 - პროექტის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება 12 723 750 ლარით.
აკითხი გადაგზავნილია ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.

35.  მთავრობა 24801 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები.

36.  ფინანსები 24718 - საჩხერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საჩხერის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა არა უმეტეს 980 000 ლარი.

37.  რეგიონული 24656 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და „Egis International in association with Engineering Monitoring Group Ltd as a Sub-Consultant“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის მონაკვეთის (F3) მშენებლობის ზედამხედველობა.

38.  გარემო 24605 - ცვლილება შედის „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“.
ემატება ტერმინთა განმარტებები - კარგი წარმოების პრაქტიკის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის, ხარისხის კონტროლის სისტემის და    სურსათთან არაპირდაპირი შეხების მხარის შესახებ, ასევე ემატება   - მასალის ან ნივთის ის ზედაპირი, რომელიც არაპირდაპირ შეხებაშია სურსათთან.
ასევე ემატება მუხლი 151 . სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების კარგი საწარმოო პრაქტიკის შესახებ, და დეტალური წესები კარგი წარმოების პრაქტიკის შესახებ (დანართი N3)  რომელებიც  დაარეგულირებს ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს   სურსათთან შეხებაში მყოფი მასალებისა და საგნების წარმოებასთან მიმართებაში კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP)  ზოგადი წესებისა და დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ჯანდაცვის დეპარტამენტში.

39.  გარემო 24604 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდისა და ტურის 10  ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

40.   განათლება 25135 -  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს:

1. ლურჯი მონასტერი (ქ. თბილისი, ლ. ქიაჩელის ქ. №2)

2. წმ. ნიკოლოზის ეკლესია (ქ. თბილისი, კ. ხეთაგუროვის ქ. №7)

3. ქაშუეთის ეკლესია (ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №9/ა. ჯორჯაძის ქ. №2)

4. მამადავითის ეკლესია (ქ. თბილისი, მთაწმინდის პლატო)

5. მამადავითის ეკლესიის სამრეკლო (ქ. თბილისი, მთაწმინდის პლატო)

6. ანჩისხატის  ტაძარი (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №7)

7. ანჩისხატის ტაძრის სამრეკლო (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №7)

8. სიონის ეკლესია (ქ. თბილისი, სიონის ქ. №4)

9. სიონის ეკლესიის სამრეკლო (ქ. თბილისი, სიონის ქ. №4) 

10. „ჯვარის მამა“ (ქ. თბილისი, კ. ლესელიძის ქ. №41)

11. წმ. სამების ეკლესია (ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. №4)

12. კარის ეკლესია (ქ. თბილისი, შავთელის ქ. №4)

13. მეტეხის ეკლესია (ქ. თბილისი, მეტეხის აღმართი №1)

14. ეკლესია „ქვედა ბეთლემი“ (ქ. თბილისი, ბეთლემის აღმართი №3)

15. ეკლესია „ზედა ბეთლემი“ (ქ. თბილისი, ბეთლემის აღმართი №18)

16. ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის შენობა (ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ. №25)

17. ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი (კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი კავთისხევი)

18. წონას მღვიმე (ჯავის მუნიციპალიტეტი)

19. მღვიმეები კუდარო I, კუდარო III (ჯავის მუნიციპალიტეტი)

20. ენეოლითური სადგომი (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კუსუმლო)

21. ნამოსახლარი „გადაჭრილი გორა“ (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

22. ორგორები („დედოფლის გორა“) (ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი დოღლაური)

23. თრიალეთის პეტროგლიფები (წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი)

24. იმირის გორა (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

25. შულავერის გორა (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი იმირი)

26. ძალისის ნაქალაქარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძალისა)

27. წილკნის აკლდამა (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წილკანი)

28. სოფელი გოგოლათი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

29. წმ. პეტრე და პავლეს ტაძარი  (ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. №55)

30. ეკლესია „მოღნისი“ ( ქ. თბილისი, ბ. ახოსპირელის ქ. №6)

31. ეკლესია „ეჩმიაძინი“ (ქ. თბილისი, არმაზის შესახვევი №3)

32. კათოლიკური ეკლესია (ქ. თბილისი, გ. აბესაძის ქ. №4)

33. ეკლესია „ნორაშენი“ ((ქ. თბილისი, კოტე აფხაზის (ყოფ. კ. ლესელიძის) ქ. №41)

34. მეჩეთი (ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. №32)




ხელმოსაწერი:

1.     25836; განათლება 25771 - პროექტის მიხედვით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ევალება, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და ა(ა)იპ ,,საზოგადოება ივერიას“ შორის 2019 წლის 8 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული მუზეუმის სამეურვეო საბჭოს შექმნის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

2.     25832 - სსიპ შემოქმედებით საქართველო, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების „ANAKLIA ECHOWAVES“-ს დაფინანსებას 2 559 600.00 ლარით.

3.     25770 შსს 25126 - მთავრობასთან თანხმდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს ,,საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „მერსი ქორფს“-ის წარმომადგენლობა საქართველოში“  შორის გასაფორმებელი ქვე-გრანტის ხელშეკრულება.

აღნიშნული უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო ქვედანაყოფის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, მომრავლებულ ტყის ხანძრებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას და ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას.

4.     25663 - ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაბერეჟოულში მდებარე 11 100.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქალაქ ჩოხატაურში, გურამიშვილის ქუჩა N10-ში მდებარე 8489.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გურიის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.



პატივისცემით,  

ნათია