From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები
Received On : 13.03.2020 12:06

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 9865 - „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებისათვის შპს „ენკა რინიუებლზს“ საკუთრებაში გადაეცემა წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე, 43  ერთეული, ჯამში 1 696 526 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, ხოლო 99 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით - 8 ერთეული, ჯამში 446 388 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
  2. განათლება 9853 - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიეცემა თანხმობა პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  3. განათლება 9835 - პროექტის მიხედვით შესაძლებელი გახდება ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღმოფხვრამდე პერიოდში, ექსპერტთა, საბჭოს აპარატისა და საბჭოს წევრების ამ წესით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების დისტანციურად განხორციელება კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).
  4. განათლება 9834 - მტკიცდება ბავშვის განათლების ხელშემწყობი, ბავშვის სოციალური აქტივობის, ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი, ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები.
  5. ფინანსები 9805 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 7 640 000 ლარი.
  6. ეკონომიკა 9867 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები), რომელიც გამოყენებული იქნება  მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
  7. მერია 9796 -  ქალაქ თბილისი, ახოსპირელის პირველი ჩიხი, N3 განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების ვადა გადაიწიოს და განსაზღვროს 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.
  8. გარემო 9794 - ცვლილება შედის მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში.
  9. მერია 9792 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ მიეცემა თანხმობა ქალაქ თბილისში, ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით საქონლის, მომსახურებისა  და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 8 000 000 ლარის ფარგლებში.
  10. მთავრობა 9729  - სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, საჯარო აუქციონის საფუძველზე, (24 თვის ვადით ხელშეკრულების გაფორმებიიდან) იჯარით გაიცემა ვაჟა ფშაველას გამზ. N76ბ -ში მდებარე უძრავი ქონება.
  11. რეგიონული 9723 - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი კულტურულ-დასასვენებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის განხორციელდება საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
  12. ეკონომიკა 9722 - მთავრობის ცნობად, საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს „კორომხეთი ჯორჯიას“ შორის აჭარისწყლის კასკადის ჰიდროელექტროსადგურების თაობაზე 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებისა და 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული ნოვაციის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დასადები შეთანხმების პროექტი.
  13. ეკონომიკა 9715 - შპს „ჯონოული 1“-ს ჰიდროელექტროსადგურ „ჯონოული 1“-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება.
    პროექტის მიხედვით  კომპანია თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
  14. გარემო 9703 - მტკიცდება „აგროდაზღვევის პროგრამა“.  
  15. გარემო 9674 - მტკიცდება მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა.
  16. რეგიონული 9661 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქალაქ ტყიბულის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.
  17. ეკონომიკა 9654 - მაღაროელთა მიერ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, მძიმე მრეწველობის დარგში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, მათი ღვაწლისა და ფასდაუდებელი შრომის პატივსაცემად, პირველი ოქტომბერი ცხადდება მაღაროელთა პროფესიულ დღედ.
  18. განათლება 9640 - მტკიცდება ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები.
  19. რეგიონული 9615 - ხაშურის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ნაბახტევში და სოფელ მცხეთიჯვარში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოებს.
  20. რეგიონული 9612 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი განახორციელებს დაბა  სტეფანწმინდაში, დავით  აღმაშენებლის  ქუჩის  სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
  21. რეგიონული 9610 - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი განახორციელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.


    ხელმოსაწერი:
  1. 9831 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებისა და „საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმის“ ტექსტების მიღების მიზნით.
  2. 9822 - მტკიცდება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.


    კანონპროექტი:
  1. 9717 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტი

    პროექტის არსის მიხედვით სამართალდარღვევებს, რომლებსაც განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ემატება ქმედებები, რომელიც ითვალისწინებს გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
  2. 9688 -  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილება - საკანონმდებლო წინადადება

    პროექტის არსის მიხედვით,  ავტოგასამართი სადგურები რომლებიც  მიეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცვლელ ობიექტებს, მოექცნენ საზედამხედველო ობიექტების ნუსხაში.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge