From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_ 28.04.20
Cc : tikhardziani@gmail.com; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>
Received On : 28.04.2020 06:52

მოგესალმებით ბატონო გიორგი, შესათანხმებლად გიგზავნით ელ.მთავრობის საკითხებს:


15120- მთავრობა - ,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - მტკიცდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით გაწეული მომსახურებისათვის საშეღავათო ტარიფი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას.


15091 - განათლება - „შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსისათვის“ სახელმწიფო ქონების სასყიდლით, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცემა თანხმობა, თავის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი N36–ში (ნაკვ. 64/060) N12 შენობის სარდაფის სართულზე არსებული 698.5 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.17.09.064.060) აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით, ყოველწლიური საიჯარო ქირით 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით), 3 წლის ვადით გადასცეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსს“ (ს/ნ 404595176), აღნიშნული ფართის სამედიცინო დანიშნულების პირბადეების წარმოების მიზნით გამოყენების პირობით.

 

15037 - ფინანსები - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენგურჰესი“-ს ფინანსური ვალდებულებების 3 წლით გადავადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებით და „ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2011 წლის 20 ივლისს გაფორმებული გადასესხების და პროექტის განხორციელების ხელშეწყობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „ენგურჰეს“-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს მიმართ სესხის ძირითადი თანხის დაფარვასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების (ძირითადი თანხის დაფარვის ყველა თარიღის) გადავადებას 3 წლის ვადით საურავების დარიცხვის გარეშე

 

15021 –თავდაცვა  - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებაში ცვლიებები - ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადაყვანილია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე (ყაზარმულ მდგომარეობაზე) და გარკვეული რაოდენობის მოსამსახურეები მუდმივად იმყოფებიან სამსახურის დისლოკაციის ადგილებზე.  საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნული დადგენილების თანახმად, წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვისა და კონტროლის აღმასრულებელ ორგანოთა დამხმარე უწყებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია  მოსამსახურეების ფიზიკური მომზადების დონის შენარჩუნება.

ამდენად, მიზანშეწონილია საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებისათვის სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ შეფერხდეს  მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადების შენარჩუნებისათვის საჭირო სპორტული ღონისძიებები/აქტივობები.


14756 - გარემო - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ასპინძა-ახალქალაქის სატყო უბნის განძის სატყეოს კვარტალ N1-ის ლიტერ N3-ში მდებარე 3000 კვ.მ.  ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი) მიზნით  ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრა - სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული  სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის, ასპინძა-ახალქალაქის სატყო უბნის განძის სატყეოს კვარტალ N1-ის ლიტერ N3-ში მდებარე 3000 კვ.მ.  ფართობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით) სარგებლობის ვადა (30 წელი), რის შემდგომაც, აუქციონის გზით მოხდება ამ ტერიტორიის ტყითსარგებლობაში გაცემა, რაც ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეობის განვითარებას და ასევე, დადებითად აისახება სააგენტოს შემოსავლებზე.

 

14755 - გარემო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვე-საგრანტო დოკუმენტის “სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერა - პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო წყაროებსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატით განპირობებული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირებას ქვეყნის მასშტაბით ქმედითი მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და რისკის შესახებ ინფორმირებული ქმედებების განხორციელების მეშვეობით, რომელიც მოემსახურება ამჟამად კლიმატით განპირობებული საფრთხეების რისკის ქვეშ მყოფ 1.7 მილიონ მოსახლეს (ქვეყნის მოსახლეობის 40%). სრულფასოვანი ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგი განხორციელდება და საფრთხეების, მოწყვლადობის და რისკების შეფასება მოხდება საქართველოს 11 ძირითადი მდინარის აუზში (ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობისწყალი, კინტრიში, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი და მტკვარი).




პატივისცემით,

ნათია ხმალაძე