მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- იუსტიცია 19182 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს
მიეცემათ თანხმობა, შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- თავდაცვა 19172 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურების ფონდი.
- რეგიონული 19111 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
- შსს 18976 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქ. ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება - „საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის
შესყიდვა და გადაცემა“ „№214/2019/ADM2019/M (Module II for 2020)“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
- ფინანსები 18957 - ცვლილება შედის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებში, რომის მიხედვით, განისაზღვრება ფიქსირებული გადასახადის განსხვავებული განაკვეთი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების
მთელი პერიოდისთვის, კერძოდ, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის საანგარიშო პერიოდებისთვის. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი შეადგენს, თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, 1 ლარს.
- გარემო 18950 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მცხეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს კვარტალ N6-ის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, 700 კვ.მ. ფართობზე, არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებით (საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობა) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 49 წლით.
- გარემო 18945 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კახეთის სატყეო სამსახურის
გურჯაანის სატყეო უბნის კაჭრეთის სატყეოს კვარტალ N14-ის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში,
108 819 კვ.მ. მიწის ფართობზე, სასოფლო-სამეურნეო მიზნით (პლანტაციური მეურნეობის მოწყობა) ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვრება 49 წლით.
- ფინანსები 18944 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის 2020 წლის 28 მაისს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა).
- ეკონომიკა 18916 - ცვლილება შედის უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებებში, რომელიც ადგენს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის ფარგლებში
დასადები ხელშეკრულებების პროექტებისთვის საგამონაკლისო წესს და განსაზღვრავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების პროექტები არ საჭიროებენ შეფასების მიზნით საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას.
- მთავრობა 19190 - სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიეცემა უფლება სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- ეკონომიკა 18909; 18908 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს დასასვენებელ სკვერს.
- ეკონომიკა 18906 - შპს „იტონგ კავკასუსს“ კომპანიას 100 000 ლარად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები: უძრავ ქონებაზე ღია/დახურული საწყობისა ან/და საგამოფენო სივრცის/დარბაზის მოწყობა, სამშენებლო მასალის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება,
ამ მიზნით 30 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება არაუგვიანეს 2020 წლის 12 ივნისისა.
პროექტი ითვალისწინებს ვალდებულების გადავადებას 2020 წლის ბოლოსთვის. - ფინანსები 18905 - მთავრობასთან თანხმდება, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური რესტრუქტურიზაციის გეგმა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სავალუტო რისკის შემცირების სტრატეგია.
ხელმოსაწერი:
- 19078 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ განთიადში არსებული 24660კვ.მ. (172კვ.მ., 5974კვ.მ. და 18514კვ.მ.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით
გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას E–60 აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ფუჭი ქანების სანაყარო N13-ის მოსაწყობად.
- 19058 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად
საჭირო გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტებას გემის საერთო ტევადობის, მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის, ნაოსნობის რაიონის, გემის მუშაობის პირობებისა და დანიშნულების გათვალისწინებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. რაც შესბამისობაში მოდის
საერთაშორისო კონვენციებთან, რეზოლუციებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან.
კანონპროექტი:
- განათლება 18941 - „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვ პროექტები
სისტემაში გაჩნდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი განათლების მქონე სპეციალური მასწავლებლების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალურ მასწავლებლად აღიარების წინაპირობების მრავალფეროვნებით; გარდა
ამისა, სისტემაში 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/ინკლუზიური განათლების კოორდინატორს, მიუხედავად პროფესიისა, უჩნდება სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა; ხოლო სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
შემუშავების და განხორციელების გონივრული ვადის დაწესებით შესაძლებელი იქნება ამ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, კანონის მიღების შემთხვევაში მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნების საშუალებით მოხდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დეფიციტური ადგილების აღმოფხვრა.
პატივისცემით,
ნათია