From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_01.10.19
Received On : 01.10.2019 06:57

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 38523 - ქ. ფოთში, ექსტენსიურ და სამხედრო ტერიტორიას შორის მდებარე 13 884 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, საკუთრებაში გადაეცემა შპს „პეის ტერმინალს“, რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას (რაც მოიცავს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს - ჰიდროტექნიკური ნაგებობების ან/და მისი/მათი ნაწილის კონფიგურაციის ცვლილებას ან/და რეკონსტრუქციას ან/და გამაგრებას ან/და მშენებლობას, ასევე ნატანი ქვიშის მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნას).
  2. ეკონომიკა 38519 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს მიეცემა თანხმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭახლისპირის მიმდებარედ (სამ ობიექტზე) და სოფელ ერგეს მიმდებარედ (ერთ ობიექტზე) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობა, რომლის თანახმად ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 50% და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოს მისი გადაცემა განსაზღვრული ფასის შესაბამისად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე პროექტს.
  3. შსს 38500 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან 2020 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს  ერთიანი მომსახურების ცენტრი  (განყოფილება) და ფიზიკური  ან კერძო სამართლის იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ერთიანი მომსახურების ცენტრთან (განყოფილებასთან) კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთობისას.
  4. ფინანსები 38482 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოძრავ ქონებას (სხვადასხვა დასახელების იარაღი) უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
  5. ფინანსები 38478 - სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე გაიცემა ფულადი ჯილდო.
  6. ეკონომიკა 38458 - მტკიცდება შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი. 
    წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. შპს „თბილავიამშენი“ ეწევა მრავალფუნქციურ და განსაკუთრებულად ძვირადღირებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ოპერატიულობასა და მოქნილობას. მაგალითად, საავიაციო ან/და სამხედრო საწარმოო საქმიანობაში ნებისმიერი მიღებული შეკვეთა მოითხოვს სხვადასხვა სპეციფიკაციის (ხშირად ძვირადღირებულ) მრავალი ნივთისა და მომსახურების შესყიდვას.
  7. გარემო 38443 - სს „აკურა“2019 წლის რთვლისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  8. ფინანსები 38399 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მისთვის განსაკარგავად გადაცემულ ქონებას (ავტომანქანა HYUNDAI IX 55) უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

ხელმოსაწერი:

  1. 38517 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვით მოხდება საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვებისთვის საჭირო მინიმალური ზღვრის დადგენა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს დაგროვილი კრედიტქულების საფუძველზე ისარგებლონ მასწავლებლის, მასწავლებლობის მაძიებლის უფლებამოსილებით და მოქმედი კანონმდებლობით მასწავლებლისთვის ან მასწავლებლობის მაძიებლისთვის განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკვე, როგორც მასწავლებელმა ან მასწავლებლობის მაძიებელმა უზრუნველყონ ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდება.  პირველ ეტაპზე დავიზებულია
  2. 38513 - ქალაქ ბათუმში, ანგისას დასახლებაში მდებარე 4796 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცემა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით. ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას, ნაწილი - სკვერს, ხოლო ნაწილი - ბულვარის ტერიტორიას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  3. 38475 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  4. 38470 - ცვლილება შედის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესში, რომლის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსს, მის მოადგილესა და საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებს მიენიჭებათ დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლება, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის არაუმეტეს 10 მოსამსახურეს - სამსახურებრივი პასპორტის მიღების უფლება.
  5. 38468 - ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, წესს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობები და განისაზღვრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი.
  6. 38462 - პროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მოადგილეს ენიჭებათ უფლებამოსილება  უზრუნველყონ სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება.
    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსს, მის მოადგილეს, დეპარტამენტების დირექტორებს, მათ მოადგილეებს და სამმართველოს უფროსებს მიენიჭებათ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია.
  7. 38460 - პროექტით მოხდება, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის -  საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის გამოყოფა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - „საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ დაფუძნება.



პატივისცემით,  

ნათია

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge