From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_02/08/19
Received On : 02.08.2019 10:12

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      განათლება 30556 - „კაპიტალური პროექტებისათვის დაგეგმილი გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეძლევა თანხმობა, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა“ (პროგრამული კოდი: 32 07 07) პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან 3 362 000 (სამი მილიონ სამას სამოცდაორი ათასი) ლარი მიმართოს „საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიები“ (პროგრამული კოდი: 32 13 03) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში, 392 000 (სამას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი მიიმართოს „ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის“  (პროგრამული კოდი 32 12 07) პროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებაში;

2.      განთლება 30590 - „კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის (ქ. თბილისის ქვეჯგუფის)  ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, იქმნება კალთბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის (ქ. თბილისის ქვეჯგუფის)  ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია;

3.      სოფელი 30607 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მიერ  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ეძლევა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N150 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული, 7 ერთეული ცხელი წყლით რეცხვის ავტომატის (CPV42900000) სახელმწიფო შესყიდვა  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

4.      სოფელი 30609 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ეძლევა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის N326 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ერთი ერთეული CIP რეცხვის სისტემის (CPV42900000) სახელმწიფო შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

5.      ეკონომიკა 30682 - „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, რეგისტრაციის შემდგომ 30 კალენდარულ დღეში პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება, როგორც ის ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელიც დარეგისტრირდა ხელახლა, ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაც რომელიც საქართველოში პირველად დარეგისტრირდა;

6.      ეკონომიკა 30713 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვისპირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" პროექტი:
პროექტით, ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელის საფუძველზე ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს გადაეცემა განკარგულების დანართში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

7.      ეკონომიკა 30714 -  "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება (პარკი) გამოყენებული იქნება მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად;

8.      ეკონომიკა 30715 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით (ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით განხორციელდება ხიდის რეაბილიტაცია);

9.     ეკონომიკა 30716 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით;

10.     ეკონომიკა 30717 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, კომპანიას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ქ. ფოთში, ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 24959 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №04.01.01.776) ქ. ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;

11.     ეკონომიკა 30718 - "საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის „ორო ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2018 წლის 27 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" პროექტი:
პროექტით, საქართველოს  მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის“ შორის დაიდება შეთანხმება ტარიფის უცვლელად დატოვების შესახებ; ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტია დაუბრუნდება გარანტიის გამცემ ბანკს;

12.     ეკონომიკა 30719 - "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით  პრივატიზების შესახებ" პროექტი:
პროექტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩა N22ა-ში მდებარე 9605 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N34.08.56.703) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას;

13.     ეკონომიკა 30720 - "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფნის გაფართოებისთვისსაჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ"პროექტი:
პროექტით, სააგენტოს მიერ განხორციელდება შესყიდვა მომსახურების, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, დაასრულოს სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოებული დერეფნისთვის  საჭირო კერძო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისთვის“ (ს/კ 204522436) გადაცემა;

14.     ეკონომიკა 30721 - "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე" პროექტი:
პროექტით, ამბროლაურის  მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა,  მოიპოვოს   3 000 (სამი ათასი) მ³  სასარგებლო წიაღისეული კირქვა (ღორღი) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიზნით;

15.     ეკონომიკა 30722 - "თიანეთის მუნიციპალიტეტის  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე" პროექტი:
თიანეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა,  მოიპოვოს   27  366  (ოცდაშვიდი ათას სამას სამოცდაექვსი) მ³ სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში)  და შეუფერხებლად განახორციელოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

16.     ეკონომიკა 30723 - "სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლეჯი  „იკაროსისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" პროექტი:
პროექტით, გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც, ამავე სუბიექტს სარგებლობაში  გადაეცემა ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი N4-ში მდებარე შენობა - ნაგებობა N1-დან ფართობი 9500.196 კვ.მ,  N2-დან საერთო ფართობი 2273.61 კვ.მ,  ნაგებობა N3, შენობა-ნაგებობა N4 საერთო ფართობით 565 კვ.მ., შენობა-ნაგებოები N5 და N6 საერთო ფართობით 2135 კვ.მ. და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.11.001.097), რითაც  სახელმწიფო ხელს შეუწყობს განათლების  სფეროს განვითარებას.

პატივისცემით, ნათია