From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_02.06.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 02.06.2020 08:09

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 19463 - მთავრობის ცნობად , „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2020 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე.
  2. ეკონომიკა 19459 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალ ენერგიას“ შორის „ღესკური ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
  3. ეკონომიკა 19458 - ტყიბულის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
  4. ეკონომიკა 19457 - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ქონება, რომელიც აუცილებელია მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესრულებისა და უფლებამოსილების  განსახორციელებლად.
  5. ეკონომიკა 19451 - ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წასრში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი  მიყიდვის ფორმით,  საპრივატიზებო თანხის,  34 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გადაეცემა თემურ კობახიძეს, რომელიც უზრუნველყოფს მრავალწლიანი ნარგავებისა და ერთწლიანი კულტურების გაშენებასა და ინფრასტრუქტურის  მოწყობას ამ მიზნით, არანაკლებ 10 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  6. ფინანსები 19444 - პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოებს უფლება ექნებათ, საჩივარი განიხილონ/ზეპირი მოსმენა გამართონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
  7. საგარეო 19412 - ცვლილება შედის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებაში, სამინისტროს სტრუქტურას ემატება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი.
  8. ეკონომიკა 19391 - შპს „ქართულ ჩაის“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე 7  ერთეული,  ჯამურად 147.3793 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 7369  ლარად.
  9. რეგიონული 19377 -  მთავრობასთან თანხმდება, 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის დღეის მდგომარეობით გაფორმებული იურიდიული მომსახურებების ხელშეკრულებებისა და ამ ხელშეკრულებების ფარგლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიღებული იურიდიული მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
  10. ეკონომიკა 19359 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 2 ჰესი” ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
  11. ეკონომიკა 19354 - მთავრობასთან თანხმდება,  საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 3 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
  12. ეკონომიკა 19341 - მთავრობასთან თანხმდება,  საქართველოს მთავრობასა და შპს „ახალი ენერგიას“ შორის „ნოწარული 1 ჰესი“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულება.
  13. ეკონომიკა 19279 - მტკიცდება სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესი და მომსახურების საფასური.
  14. ეკონომიკა 19261 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანში არსებული 6კვ.მ. და 179კვ.მ., სოფელ ქერშავეთში არსებული 763კვ.მ. და 858კვ.მ. და სოფელ ვენახჭალაში არსებული 600კვ.მ. (სულ 2406კვ.მ.) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კაკასხიდი-ზეკარის კმ1-კმ9,7 მონაკვეთის რეაბილიტაციის (კმ7-კმ9,7) პროექტის განხორციელების ფარგლებში გრუნტის სანაყაროს მოსაწყობად.
  15. ეკონომიკა19248 - მტკიცდება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი“.
  16. გარემო 19195 - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიეცემა თანხმობა მისთვის გამოყოფილი 2020 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელებიდან 1 300 000 ლარის მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანის თაობაზე.

     ხელმოსაწერი:
  1. 19508 -  ცვლილება შედის 322 დადგენილებაში  „იზოლაციისა და კარანტინის წესებში, რომლის მიხედვით მიმდინარე წლის 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და აღდგება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა.
  2. 19232 - შპს „ლოპოტას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საბაზრო ფასად - 461595  ლარად, საკუთრებაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 30613 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები მათ შორის, არანაკლებ 86 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმრო კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა, ამ მიზნით, არანაკლებ 2 110 000  ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    პროექტის მიხედვით საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადა, ნაცვლად შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვისა, განისაზღვრება 18 თვით.
     

    კანონპროექტი:

     19258 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

პატივისცემით,  

ნათია