From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_02.07.19
Received On : 02.07.2019 08:11

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 26517 - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას (მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი 84, სათაო ცენტრალური ოფისი; I სართულზე მდებარე 69,1 კვ.მ ფართი,), 2  წლის ვადით, აუქციონის გარეშე, გასცემს იჯარის წესით - აღნიშნულ ფართში სასადილოს მოწყობის მიზნით და საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობით - 400 ლარი.
  2. შსს 26515 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან 2020 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო) და  ფიზიკური  ან კერძო სამართლის იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრთან (სამმართველოსთან) კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთობისას.
  3. შსს 26513 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ავეჯის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  4. ეკონომიკა 26512 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში.

    პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ცხელი ხაზის ასამოქმედებლად საქართველოს მთავრობის რეზერვიდან ფორმატის ერთიანი მოკლე ნომრის - 1483 გამოყოფას.
  5. შსს 26511 - სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს საინფორმაციო სისტემების და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
  6. ეკონომიკა 26510 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 9051 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა ა(ა)იპ „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს“.
  7. ეკონომიკა 26509 - სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა,  ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობა, რომლის თანახმად ლიცენზიის მფლობელი  ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს  არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმება.
  8. შსს 26507 -  შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  9. ფინანსები 26488 - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის სისტემების მოწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საჩხერის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა 1 002 250  ლარი.
  10. ფინანსები 26487 – ცვლილება შედის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის  გამოყოფის წესში.

    რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული პროექტის - „ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე N5, N7, N9  კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია“ ღირებულების 532 712 ლარით შემცირების თაობაზე და აღნიშნული თანხით დაფინანსდება ახალი პროექტი - „სოფელ იყალთოში სკოლიდან ე.წ. ,,სამმილიან'' წყარომდე გზის მოასფალტება“. განკარგულებით გამოყოფილი თანხის ოდენობა უცვლელი რჩება.
  11. ფინანსები 26485 - მუნიციპალიტეტებში სტიქიის პრევენციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 12 409 020 ლარი.
  12. ფინანსები 26482 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ განკარგულებაში 4 მუნიციპალიტეტის დამატებაზე და განკარგულებაში არსებული ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, დამატებით გამოიყოფა 1 004 641 ლარი, რომლის გათვალისწინებითაც სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 19 999 928 ლარი.

    ემატება:

    ქარელის მუნიციპალიტეტი თანხით - 70 153 ლარი;

    ახალციხის მუნიციპალიტეტი თანხით - 115 050 ლარი;

    ახალქალაქის მუნიციპალიტეტი თანხით - 86 847 ლარი;

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თანხით - 87 000 ლარი.
  13. თავდაცვა 26481 - მთავრობასთან თანხმდება, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები.
  14. ეკონომიკა 26472 - შპს „საქართველოს ფოსტა“ კომპანიის საფოსტო და არასაფოსტო ბიზნესების შეფასების აუდიტორული მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
  15. იუსტიცია 26404 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP)  შორის საგრანტო პროექტის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ელექტრონული სერვისების შემდგომი განვითარებისთვის, ელექტრონული აპოსტილის დანერგვის გზით“ (Supporting PSDA in further development of electronic services through introduction of e-Apostille) - განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
  16. განათლება 26533 -  განათლების სამინისტრო განახორციელებს 3 ერთეული ადაპტერისა და 9 ერთეული უწყვეტი დენის წყაროს (UPS) სახელმწიფო შესყიდვას.
  17. რეგიონული 26396 - მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცემა თანხმობა, სოფელ კოტორაანთკარში სათანადო ხარისხის სუფთა წყლის მიწოდების მიზნით, მიიღოს გრანტი 120 000 ლარის ოდენობით.
  18. რეგიონული 26395 - ბაღდათის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი დაფინანსებიდან დარჩენილ თანხას (217 584 ლარი), გამოიყენებს ინფრასტრუქტურული პროექტების  დასაფინანსებლად (საავტომობილო გზის ბეტონის საფარის მოწყობა; მრავალბინიანი სახლის გასწვრივ ლითონის ცხაურიანი რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და სხვა).
  19. რეგიონული 26393 - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება წარმოქმნილი ეკონომიების (422 980 ლარი) ფარგლებში განახორციელოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენისა და შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების მომსახურების დაფინანსება.
  20. რეგიონული 26390 - ლენტეხის მუნიციპალიტეტი, 8 000 ლარს მიმართავს სტიქიის შედეგად დაზიანებული, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში მისასვლელი შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
  21. იუსტიცია 26373 - ცვლილება შედის საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობებში, გადახდის წესსა და მომსახურების ვადებში.

    პროექტის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასური ნაცვლად 5 ლარისა განისაზღვრება 10 ლარით.
  22. ეკონომიკა 26537 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
  23. ფინანსები 26382 – სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 11 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს  შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

 

            1. შპს „აგარის შაქრის კომპანია“ (ს/ნ 406031725)

           

          2. შპს „აი-სი-ი-ეს ICES“ (ს/ნ 236094677)

 

          3. ი/მ „ბაჩანა გობეჩია“ (ს/ნ 51001026162)

           

          4. ფ/პ გია ლაზაშვილი (პ/ნ 45001027341)

           

          5. ი/მ „გიორგი ობოლაშვილი“ (ს/ნ 40001002219)

         

          6. შპს „დედოქვა“ (ს/ნ 412710856)

           

          7. ი/მ „ზინა ზედგინიძე“ (ს/ნ 05001009176)

           

          8. ი/მ „ზურაბ რამიშვილი“ (ს/ნ 37001031431)

           

          9. შპს „თენა“ (ს/ნ 401949978)

           

          10. ი/მ „იუზა ჭიჭუეიშვილი“ (ს/ნ 17001006504, ძველი ს/ნ 129725868)

           

          11. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (ს/ნ 404504844)

         

ხელმოსაწერი:

  1. 26530 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში“, რომლის მიხედვით,  რეგლამენტის მოქმედება არ გავრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და იერსახის მოწესრიგების მიზნით, ერთიანი პროექტის საფუძველზე, უნდა გაიცეს დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვა.
  2. 26525 - ცვლილება შედის მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში.

    პროექტის თანახმად, უქმდება სააგენტოს მიერ ქონების ეროვნული სააგენტოსთვის პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, სათიბის ან/და საძოვრის მონაწილისათვის გადაცემის თაობაზე სსიპ - ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიცირების შესაძლებლობის დადგენის შესახებ მოსაზრების წარმოდგენისთვის დადგენილი ვადები.
  3. 26523 - 2019 წლის 15 თებერვალს  მიღებულ იქნა ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის N89 დადგენილება, რამაც გამოიწვია ,,ტექნიკური  რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტიდან იმ ნორმების ამოღება რომლებიც არეგულირებდნენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვას.

    აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის შესაბამის აქტებში:

    1) „ტექნიკური რეგლამენტის - „ნარჩენების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

    2) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

    3)  „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ";

4)  „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;5)  “ტექნიკური რეგლამენტის ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის N72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სადაც  არსებული   მითითება   „ტექნიკური   რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტზე, შეიცვალა ,,ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის N89 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტზე მითითებით.





პატივისცემით,  

ნათია