| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_02.10.19 |
| Received On : | 02.10.2019 11:33 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
პროექტი შეთანხმდა
ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი აიტვირთა მესამედ, წინა ეტაპზე დავიზებულია
ხელმოსაწერი:
კანონპროექტები:
1. განათლება 38710 - „გრანტების შესახებ“ ცვ პროექტი
პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სსიპ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა.
2. გარემო 38573 - „ვაზისა და ღვინის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ცვ. პროექტები
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის მეღვინეობაა, შესაბმისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების
მოთხოვნათა გათვალისწინება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მოქმედის ცვლილება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად გამოყენებულია ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინო დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.
ცვლილების მიხედვით: ტერმინთა განმარტებას ემატება ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, ,,ღვინისეული სასმელი“;
ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის, ასევე, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ალკოჰოლიანი, ასევე ღვინისეული სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს
სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო;
პროდუქტის დამზადების სპეციფიკის გათვალისწინებით მეღვინეობის დარგში ნებადართულად განისაზღვრა ღვინისეული სასმელის
წარმოებისას წყლის, საქაროზას, ბუნებრივი არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელს დაემატა ღვინისეული სასმელი და სხვა.
პატივისცემით,
ნათია