From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_03.02.20
Received On : 03.02.2020 09:46

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      გარემო 3651 - ხობის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10  და ტურის 20 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

2.      გარემო 3650 - ქარელის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

3.    ეკონომიკა 3638 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

4.    რეგიონული 3625 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის“ არაუმეტეს 10 000 000 ლარის გამოყოფას.

5.      ეკონომიკა 3622 - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თოვლით დანამქვრისგან დამცავი დამატებითი ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო და სარკინიგზო დერეფანში მდებარე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მომსახურების შესყიდვას სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 45465 ლარის ფარგლებში საკუთარი სახსრებიდან.   

6.      გარემო 3575 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ა(ა)იპ „ჰექს-ეპერ ჯორჯიას“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.
გამოყოფილი საგრანტო თანხით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრი.
გარემო 3561 - მთავრობასთან თანხმდება,  სსიპ - „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის“ 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

7.    რეგიონული 3560 - ცვლილება შედის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულებაში, პროექტი ითვალისწინებს სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციას.

8.    რეგიონული 3551 - მცხეთის მუნიციპალიტეტი, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან დარჩენილ ეკონომიას  ჯამში - 392 960 ლარს მიმართავს სოფ. წეროვანში და სოფ. ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.  

9.    რეგიონული 3527 - სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებიდან ამოღებულ იქნება საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგისა და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განხორციელების ფუნქციები და სააგენტოს ძირითად საქმიანობად განისაზღვრება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია. ამასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამისი ცვლილებები შედის: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში
 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

10.  თავდაცვა 3524 - პროექტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის თავდაცვის ძალების ადმინისტრაციული ჯგუფის სამედიცინო საკითხთა და პრევენციული მედიცინის უფროსი ოფიცრის პოლკოვნიკ მედეა ბეთაშვილისათვის სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელება ერთი წლის ვადით, 2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით.

11. ფინანსები 3512 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას -ავტომანქანას .

 

ხელმოსაწერი:

  1. 3647 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  6 154 370.17 ლარად  საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოების მიზნით.
  2. 3627 - ცვლილება შედის ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების გაანგარიშების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს: სწორდება სამინისტროს დასახელება და ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან, ემატება ზდჩ-ის ნორმების პროექტის მოქმე­დების ხუთწლიანი ვადა და ცვლილებების შემთხვევაში ნორმების პროექტის ხელახლა შემუშავების და შეთანხმების საკითხი.
  3. 3586 - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიეცემა თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს - 133 ერთეულით, მათ შორის, 115 ერთეულით - არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.
  4. 3584 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  5. 3513 - ცვლილება შედის  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკურ რეგლამენტში, პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს: სწორდება სამინისტროს დასახელება და ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც სამინისტრო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით  ცვლილება შეიტანოს შესაბამის  აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების საფუძველზე დადგინდება, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს.

    კანონპროექტი:
  1. ეკონომიკა 3605 - "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს საჰაერო კოდექსი ცვ პროექტი

    საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიველი ვალდებული იქნება მოიპოვოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა არა მხოლოდ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, არამედ აგრეთვე საჰაერო ხომალდის ,,ეკიპაჟიანი იჯარით’’ გადაცემისთვისაც.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge