მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 19729 - სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიეცემა თანხმობა, ბეჭდვასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- განათლება 19728 - მთავრობასთან თანხმდება, 2020 წელს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩასატარებელ სხვადასხვა გამოცდებსა და კვლევებში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების ტარიფები.
- განათლება 19727 - ცვლილება შედის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების წესში, რომლის მიხედვით, მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებელთან დადებულ
ხელშეკრულებაში მითითებული ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად. მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხიდან დარჩენილი ეკონომია/ფინანსური რესურსი ბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ განკარგულების ამოქმედებამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების
სააგენტოს და მუნიციპალიტეტების ვალდებულებები.
- ეკონომიკა 19716 - ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირს“ სარგებლობაში გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 24155 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნება რაგბის განვითარების
მიზნით.
- ეკონომიკა 19677 - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მსხალდიდში მდებარე 821 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 19675 - ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრეთის მეურნეობაში მდებარე 55000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 19672 - ა(ა)იპ - ათასწლეულის ფონდს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცემა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N5-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის IV სართულზე არსებული 596.4 კვ.მ. ფართი, III სართულზე არსებული 377.4 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად
დამაგრებული მიწის ფართობი, 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
- ეკონომიკა 19671 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში მდებარე 27 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 19645 - შპს „სასტუმრო სიღნაღში“ (შპს „სომგოს კომპანია)“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა: ქ. სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა N26-ში მდებარე 35000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულება მათ შორის, ქონებაზე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, ამ მიზნით 20 მლ ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი მიხედვით მოხდება ვალდებულებების გადავადება 2021 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. - გარემო 19608 - პროექტის მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორიაზე გასაცემი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადა 49 წლით განისაზღვრება, ასევე, სსიპ
- გარემოს ეროვნული სააგენტოს მიეცემა თანხმობა, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებელს, დამატებით სალიცენზიო პირობებად პროექტით გათვალისწინებული პირობები განუსაზღვროს.
ხელმოსაწერი:
- 19705 - შპს „ბახვი ჰაიდრო
პაუერს“ პირდაპირი მიყიდვის
ფორმით, საკუთრებაში გადაეცემა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპურ
საძოვრებში (სოფელი მთისპირი)
მდებარე, 5 ერთეული, 1434 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა,
რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს
მემორანდუმით გათვალისწინებული „ბახვი 3“
ჰესის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
- 19697 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „RASEBETON“-ს შორის „სკურჰესის“ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ
დასადები ხელშეკრულების პროექტი.
- 19637 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „ფერსა“ და „TEPCO RENEWABLE POWER SINGAPORE PTE.“ LTD-ს შორის 2020 წლის 25 მარტს განხორციელებული, საქართველოს მთავრობას, სს „დარიალი ენერჯის“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის
კომერციულ ოპერატორს“ შორის „დარიალი ჰესის“ შესახებ 2011 წლის 19 მაისს დადებული განხორციელების ხელშეკრულების მხარე კომპანიის, „სს დარიალი ენერჯის“ აქციების ნასყიდობის თაობაზე.
- ეკონომიკა 19750 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობას, შპს „ნიუ ტექნოლოჯი 2014“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის „ხრამი ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ 2018 წლის 6 ივნისს დადებულ ურთიერთგაგების
მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამავე მხარეთა შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე