მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 26682 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 3 460 000 ლარი.
- შსს 26680 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის კოლეჯს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება -„ხელშეკრულება გრანტისა და პარტნიორობის შესახებ“.
პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოს ინსტრუქტორ-კინოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, კინოლოგიურ სფეროში წვრთნის ახალი/თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების გაზიარება, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის კინოლოგიური
აღჭურვილობისა და 4 პორტატული კომპიუტერის შესყიდვა.
- შსს 26679 - შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების საერთაშორისო თეორიული და პრაქტიკული სწავლებების
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- შსს 26677 - პროექტის მიხედვით, „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება შესაბამისობაში მოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონთან. პროექტი ადგენს: უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვადებს; უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღების წესს და სხვა.
- შსს 26676 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერის ან აღწარმოების აპარატურის და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.
- ეკონომიკა 26675 - შპს „ფერს“, 1 წლის ვადით იჯარის უფლებით გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკი 2-ში (წვერმაღალა) მდებარე 18637 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელიც
კომპანიის მიერ გამოყენებული იქნება ქ. ურეკში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მშენებლობისათვის.
- ეკონომიკა 26672 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „საქართველოს მიწის კორპორაციას‘‘; სოლიდარული მოვალე შპს „გეო აგრო“ შორის 2014 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 1 ლარად, საკუთრებაში
გადაეცა აბაშაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში მდებარე 137 801 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და 1 900 658 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: 900 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის
ან ფერმების კომპლექსის მშენებლობა, ამ მიზნით 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
იცვლება სახელშეკრულებო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს: სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 993 570 ლარის გადახდას; გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე რქოსანი პირუტყვის ფერმის მოწყობის
ნაცვლად მარცვლეულის შესანახი თანამედროვე კომპლექსის შექმნას/დასრულებას. - ეკონომიკა 26671 - ფიზიკურ პირს გივი ჩხაიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გივი ჩხაიძის საკუთრებაში
არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის
სანაცვლოდ.
- ეკონომიკა 26670 - ზურაბ ბაჩიაშვილს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში მდებარე 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 3540 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი, ზურაბ ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთში ("სათიბი ჯაღმიანთას") მდებარე 4730 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ
მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ზურაბ ბაჩიაშვილი უარს იტყვის, გაცვლის ობიექტების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის (967 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნაზე.
- ეკონომიკა 26668 - ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N52-ში მდებარე 12657 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობა N1-ში მდებარე ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის
ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 26667 - ფ/პ ირაკლი ქაფიანიძეს, სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი: შპს „ჩინებული“, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდში მდებარე 12.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების
მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 37 000 ლარის ოდენობით, რაც მყიდველის მიერ გადახდილია. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები: ქონების არანაკლებ 7 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამავე მიზნით, ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის,
არანაკლებ 4 ჰა ფართობზე საირიგაციო სისტემის მოწყობა; გადაცემული ქონების არანაკლებ 2 ჰა ფართობზე ერთწლიანი კულტურების მოყვანა; ამ მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს: მყიდველისთვის განსაზღვრული (ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ქონების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების №2 დანართის
(ინფორმაციის) შესაბამისად. (მუხლი 3.1.3)
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს 5
წელიწადში ერთხელ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ქონების ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
(მუხლი 3.1.4)) საპრივატიზებო პირობების ნაცვლად, არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად განსაზღვრას. - ეკონომიკა 26666 - დაზარალებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა ქონება ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრო/რაიონში, კორპუსი N37-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N4/5) არსებული
2125.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით (2009 წელს ადგილი ჰქონდა ხსენებულ პირზე ზეწოლას, კერძოდ, უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების იძულებით მიტოვების ფაქტს), რის შედეგადაც, დაზარალებული
პირი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
ან/და არბიტრაჟში.
- ეკონომიკა 26631 - ფ/პ ლია ლომსაძეს - მყიდველს 90 531 გადაეცა: ქალაქ თბილისში, ჭიაურელის ქუჩა №15-ის მიმდებარედ 189.00 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (აუზი). მყიდველმა იკისრა
რიგი ვალდებულებები, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ღია/დახურული ტიპის კვების ობიექტ(ებ)ის შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით, არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტი ითვალისწინებს საპრივატიზებო პირობის ღია/დახურული ტიპის კვების ობიექტ(ებ)ის შექმნისა და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების ნაცვლად, საპრივატიზებო პირობად ახალი ვალდებულების განსაზღვრას, კერძოდ: 2019 წლის 31 დეკემბრამდე, გადაცემულ ქონებაზე და მის მომიჯნავედ
შპს „აღმაშენებლის 51“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან მათ ნაწილზე, არანაკლებ 400 კვ.მ რეკრეაციული/გამწვანების ღია სივრცის შექმნას და ამ მიზნით არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას. - ეკონომიკა 26629 -ცვლილება შედის შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და
მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესში.
სპეციალური წესის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სტიმულირების 3 პროგრამას. ესენია: ახალი სტრატეგიული მიმართულების, ახალი პრიორიტეტული მიმართულებისა და ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების პროგრამები. ცვლილების პროექტით შემოთავაზებულია სპეციალურ წესში კიდევ 1
ახალი, კერძოდ, სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამის დამატება. - გარემო 26619 – ცვლილება შედის სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და წითელი ნუსხით დაცული სახეობების გარემოდან ამოღებაზე ნებართვის
მიცემის წესში, რომლის მიხედვით, ,,სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია“-ს სახელმწიფო ტყის ფონდში მდებარე 4327 კვ.მ მიწის ფართობზე შეუწყდება სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება და შესაბამისად, ტყის მართვის ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა, აღნიშნული ტერიტორია
გამოიყენოს საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად.
- გარემო 26617 - 2019 წლის 25 მაისს და 8 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად (მოვიდა ძლიერი სეტყვა, განადგურდა როგორც მრავალწლოვანი ნარგავები, ასევე ერთწლოვანი კულტურები), გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საკუთარი სახსრებიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს გამოუყოფს არაუმეტეს 3 000 000 ლარს.
- განათლება 26699 - მოსწავლე მოკრივეთა შორის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში (ქ. თბილისი, 2019 წლის 2-12 აგვისტო)
მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს.
- ეკონომიკა 26604 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად
ინიშნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი.
- ეკონომიკა 26602 - საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „განახლებადი ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო
და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად ინიშნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი.
- ფინანსები 26567 - პროექტის თანახმად, ამხანაგობა „მთიულურს“ შეუჩერდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.
- ეკონომიკა 26566 - სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობის დაფასებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, 41 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემათ უძრავი
ქონება.
მასალა გადაგზავნილია დევნილთა დეპარტამენტში და სოციალური დაცვის დეპარტამენტში შესათანხმებლად.
ხელმოსაწერი:
- 26605 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე