მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 34498 - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ბეტონის საფარის, ასევე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არაუმეტეს 723 400 ლარის ფარგლებში.
- განათლება 34472 - სსიპ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიული თეატრი, მარიონეტების საკონცერტო დარბაზის სკამების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს ელექტრონული საშუალებით.
- განათლება 34471 - სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, 2019 წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 340 000 ლარის ფარგლებში, მუსიკალური ინსტრუმენტების და აქსესუარების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- ფინანსები 34430 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს ჰაერის კონდიცირების საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
- მერია 34414 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის პროცესის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვას განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პატივისცემით,
ნათია