From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_04.06.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 04.06.2020 07:50

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 20021 - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მიერ  ჩატარდება კოღოს წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები.
  2. გარემო 20020 - ცვლილება შედის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, ახლებურად განისაზღვრა ინსპექტირების და დოკუმენტური შემოწმების დროს განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის  პროცედურები.
  3. გარემო 20019 - ცვლილება შედის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში, რომლის მიხედვით, განხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების შემოყვანა საქართველოში.
  4. მთავრობა 20017 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს სპორტული საქონლის და აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  5. ეკონომიკა 20006 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ფ/პ არჩილ კუნჭულიაზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანას. ლიცენზიის მფლობელის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ქვიშა-ხრეშის მოპოვება.
  6. ეკონომიკა 20004 – 3 ფიზიკურ პირთან გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებები.
  7. მთავრობა 19992 - ცვლილება შედის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში და თანმდევ აქტებში, რომელიც გამომდინარეობს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2019 წლის 3 მაისის საქართველოს კანონიდან, აგრეთვე დაკავშირებულია დაცვის შემადგენლობების დაკომპლექტების აპრობირებულ წესთან და სამსახურის ცალკეულ სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციების გადაწყობასთან, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში რეორგანიზაციის განხორციელებას.
  8. იუსტიცია 19975 - 2020 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და განისაზღვრება დამხმარე და არამუდმივი ამოცანების  შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  9. ეკონომიკა 19874 - 5 ფიზიკურ პირთან გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებები.
  10. მთავრობა 19805 –  ცვლილება შედის ,,2020-2021 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების წესში, რომლის მიხედვით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის 2020-2021 წლების კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.
    ცვლილება შედის „2020-2021 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების წესში, რომლის მიხედვით, უწყვეტი ფიჭური სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ განკარგულების ფარგლებში გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდრ(ებ)ის მოქმედების ვადა, განსაზღვრული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ფიჭური სატელეფონო მომსახურების ახალი კონსოლიდირებული ტენდე(ებ)ის გამოცხადებამდე და გამარჯვებულ პრეტენდენტ(ებ)თან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისა და პორტირების პროცედურების დასრულებამდე.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 20023 - ცვლილება შედის „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლის მიხედვით, საქართველოში მეზღვაურთა გადაადგილებისას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესები დამტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
  2. 19830 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს დასასვენებელ სკვერს.
  3. 19828 მიეცემათ თანხმობა:
    სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, 2020 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა (მოსწავლეების და მასწავლებლების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები) სახელმწიფო ქონების (სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;
    საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება (სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა, სტაციონარული კომპიუტერები, პორტაბელური კომპიუტერები, მედლები და სხვა საგანმანათლებლო ინვენტარი) აუქციონის გარეშე დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს.
  4.  19827 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. 19823 - ცვლილება შედის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევში, რომლის მიხედვით, ,,გზამკვლევში‘‘ აისახება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონით განსაზღვრული პრინციპები და სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან დაკავშირებული დებულებები. 
  6. 19779 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს.
  7. 19776 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს სპეციალური ტანსაცმლის და აქსესუარების და ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
  8. 19773 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და ქ. ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება - „საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შესყიდვა და გადაცემა“ „№214/2019/ADM2019/M (Module II for 2020)“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
  9. 19772 - თელავის მუნიციპალიტეტს გადაეცემა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

 

პატივისცემით,  

ნათია