| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_04.11.19 |
| Received On : | 04.11.2019 13:00 |
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. მთავრობა 42458 - მტკიცდება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი
დოკუმენტი შეთანხმებული იყო სფეროს მიკუთვნებულ სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურებთან, მათგან ჯანდაცვის და მიგრაციის სამმართველოებს გააჩნიათ შენიშვნები.
სამინისტროს პოზიცია:
წარმოგიდგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციას საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში №42458 წარმოებით ატვირთულ ,,გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის მოწონების თაობაზე‘‘ მთავრობის დადგენილების პროექტზე.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტთან მიმართებაში, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ შემდეგს:
1. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის ,,მიზანი 3:‘‘ - საქართველოსთვის მისადაგებული/ეროვნული ინდიკატორი და საბაზისო მაჩვენებელი 3.3.4.1. ინდიკატორის საბაზისო წელი უნდა იყოს 2014 ნაცვლად, 2015-ისა, შესაბამისად, იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.3.4.1. C ჰეპატიტის ინციდენტობა 2014 წელი - 71.0 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე".
2. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტის მიზანი 10: - საქართველოსთვის მისადაგებული/ეროვნული ინდიკატორი და საბაზისო მაჩვენებელი „10.7.1.1.“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1) შეთანხმებათა და მათი ბენეფიციარების რაოდენობა:
- „საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება“. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 2019 წლის 1 თებერვალს.
- არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა 2015-2018: 0
2) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული დასაქმებული იმიგრანტების რაოდენობა (საქართველოში):
- დასაქმებულთა რაოდენობა 2015-2018: 437.
3) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული დასაქმების შუამავალი სააგენტოების მეშვეობით უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა:
- დასაქმებულთა რაოდენობა 2016-2018: 638
4) საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული მიგრაციის) ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პილოტური პროექტები:
- პილოტური პროექტი გერმანიასთან (2013-2016 წწ) - გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდა 40 საქართველოს მოქალაქე (სფეროები: 20 მომსახურების სფერო; 20 ექთანი);
- პილოტური პროექტი პოლონეთთან (2017-დღემდე) - პოლონეთში დროებით ლეგალურად დასაქმდა 55 საქართველოს მოქალაქე (პროფესიები: შემდუღებელი; ზეინკალ-მემონტაჟე; საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი (C+E კატეგორიის); სამშენებლო ხელოსნები (კალატოზი, სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი))
2.
განათლება 42596 -
ცვლილების თანახმად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 – 2021“-ს დაემატება 2019 წლის სამოქმედო გეგმა.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
3. ეკონომიკა 43669 - მთავრობასთან თანხმდება, „საქართველოს მთავრობას, შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს, სს ელექტროსისტემის კომერციულ ოპერატორს, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, სს გაერთიანებული ენერგოსისტემა საქრუსენერგოსა და შპს ენერგოტრანსს შორის, „ლახამი 1“ და „ლახამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების შესახებ 2016 წლის 19 ოქტომბერს დადებულ მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რომლის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შეყვანის ვადა გაგრძელდება დაახლოებით 8 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 31 დეკემბრით, ნაცვლად „თავდაპირველი მემორანდუმით“ გათვალისწინებული 2020 წლის 19 აპრილისა.
4. ეკონომიკა 43594 - ცვლილება შედის, დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის წესში, რომლის მიხედვით, დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების მოქმედების ვადა გაგრძელდება 2021 წლის 1 იანვრამდე.
5. ეკონომიკა 43580 - ელექტროსადგურის - „სადმელი 2 ჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „იბერჰესს“ აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში, მიმდებარედ 19943 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
6. მთავრობა 43873 - პროექტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან ნათია მიქელაძის გათავისუფლების საკითხი შეთანხმებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან.
7. მთავრობა 43874 - პროექტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ბექა დოჭვირის დანიშვნის საკითხი შეთანხმებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან.
8. ეკონომიკა 43845 - პროექტის მიხედვით, შეწყდება საქართველოს მთავრობასა და შპს „დვზ ენერჯის“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს „მაშავერა 2015 ჰესი“ ჰიდროელექტროსადგურის თაობაზე დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და ამის შესახებ შეტყობინება გაეგზავნება კომპანიას.
9. განათლება 43830 -
სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია ჩამოყალიბდება განახლებული შემადგენლობით.
კომისიაში წევრის სტატუსით შედის
ზაზა ბოხუა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
ხელმოსაწერი:
პატივისცემით,
ნათია