From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_04.12.19
Received On : 04.12.2019 08:25

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 48723 - კულტურული მემკვიდრეობის 32 უძრავ ძეგლს განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
  2. მთავრობა 48719 - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  3. გარემო 48702 - მთავრობასთან თანხმდება, ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი „შეთანხმების წერილი (LOA) გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ შორის UNDP-ის დახმარებით საქართველოში სოფლის განვითარების პროექტით (ENPARD III) გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად“.
  4. რეგიონული 48694 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. მთავრობა 48665 - მტკიცდება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი.

    პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურულ ერთეულებთან და სსიპ-ებთან. შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით, პირველ ჯერზე დავიზებულია.
  6. ეკონომიკა 48643 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცემა ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის და რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას.
  7. ეკონომიკა 48736 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქ. დუშეთში, დუშეთის შემოსასვლელში მდებარე 4312 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანდართული კოორდინატების შესაბამისად, შემდგომში „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
  8. იუსტიცია 48606 - სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2 ერთეული ობიექტური მონაცემების სანახი სისტემის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  9. გარემო 48599 - პროექტის მიხედვით, ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმებს დანართის სახით ემატა საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების/საღრღნელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი.
  10. გარემო 48597 - პროექტის მიხედვით იქმნება სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც  უზრუნველყოს სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს და  დებულების დამტკიცებას, ასევე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას.
  11. ეკონომიკა 48746 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეტაში მდებარე 5950 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 
  12. ეკონომიკა 48742 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება 3 ფიზიკურ პირთან.

ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში. ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი ნაკვეთი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად ხვდება საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (სრზ 1)-ში, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორერთეულიანი საცხოვრებელი სახლების, სამთოსათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, ავტოფარეხების, ასევე, დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება.

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 48747 - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, უზრუნველყოფს 2019-2020 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნის ღონისძიების ჩატარებას კურორტ გუდაურში არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა.
  2. 48691 - მუნიციპალიტეტებს მიეცემა უფლება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით შესაბამისი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ჯამში - არაუმეტეს 1 700 000 ლარის ფარგლებში.
  3. 48690 - ცვლილება შედის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების წესში, რომლის მიხედვით, იცვლება ერთ-ერთი დელეგირებული უფლებამოსილების შინაარსი და მოცულობა და განისაზღვრა საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაცვლად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის უფლებამოსილება.
  4. 48680 - ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესში.

    პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებასთან დაკავშირებით 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც აღნიშნული იქნება ინფორმაცია ვიზიტის მიზნების, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.

    ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 10 სამუშაო დღით ადრე მომართავენ, საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

    ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი მიეცემათ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - 70 %-ის ოდენობით და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს - 40 %-ის ოდენობით.
  5. 48677 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის  მენეჯმენტის გეგმა“, რომლის საფუძველზეც, განხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მართვა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
  6. 48678 - „ტექნიკური რეგლამენტის - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ დამტკიცების გათვალისწინებით, დადგენილებაში შევა ცვლილება. კერძოდ, ძლადაკარგულად გამოცხადდება დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 8), ხოლო დადგენილების სათაურიდან ამოღებული იქნება სიტყვები „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“. ამასთანავე, ამოღებული იქნება დადგენილების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
  7. 48631  - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“.

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge