From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_05.02.20
Received On : 05.02.2020 06:48

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 4113 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გადაეცემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  2. ეკონომიკა 4108 - სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს აუქციონის წესით ლიცენზიების გაცემა განკარგულების დანართით განსაზღვრულ სალიცენზიო ობიექტებზე. 
  3. შსს 4106 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, 2020 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის განსაზღვრას.
  4. ეკონომიკა 4102 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას.
  5. რეგიონული 4101 - პროექტით განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შესრულების განახლებული კრიტერიუმი.
  6. ეკონომიკა 4096 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტსა და  "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  7. ეკონომიკა 4092 - პროექტის მიხედვით, შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ (უფლებამონაცვლე - შპს „საბურთალო პალასი“) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის აშენებისა და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების ვადად განესაზღვრა 2020 წლის 30 აპრილი (ნაცვლად 2019 წლის 31 დეკემბრისა).
  8. გარემო 3979 - ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში, 2020 წელს შრომითი ხელშეკრულებით დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 68 ერთეულით.

    ხელმოსაწერი:
  1. 4091 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას -ავტომანქანას.
  2. 4065 - მტკიცდება „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი“.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge