From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_06.02.20
Received On : 06.02.2020 07:54

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. საგარეო 4333 - ცვლილება შედის დოკუმენტის ლეგალიზაციის წესში, პროექტი უზრუნველყოფს ლეგალიზაციის პროცესის „ელექტრონული   დოკუმენტისა  და  ელექტრონული   სანდო   მომსახურების   შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას.
  2. შსს 4309 - მტკიცდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესი, რომელიც განსაზღვრავს ნატოს სარდლობის შენაერთისთვის/მცურავი საშუალებისთვის საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლის და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვის გაცემის წესს.
  3. გარემო 4288 - ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები.
  4. გარემო 4208 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ  საჯარო სამართლის იურიდიული პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა.
  5. ეკონომიკა 4200 - ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირს“ სარგებლობაში  გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში, ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე 28755.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნება რაგბის განვითარების მიზნით.
  6. განათლება 4197 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდისთვის „ლაზარე“-ს ფინანსური დახმარების (224,565.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს.  ფონდი ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი მშვიდობის მშენებლობას ქვეყანაში, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით, ასევე პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენს საზაფხულო ბანაკი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეთნიკურად ქართველი და ოსი 14-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებთაც ჩაუტარდებათ სხვადასხვა ტიპის სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის.
  7. განათლება 4196 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ ახალგაზრდული სახლისთვის  ფინანსური დახმარების (452,753.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებებს, ორგანიზაციის მიზანია აღმოუჩინოს ინტენსიური დახმარება ყველა იმ ახალგაზრდას და მარტოხელა დედებს, რომლებიც, 18 წლის ასაკში ტოვებენ ზრუნვის სისტემებს და რჩებიან ქუჩაში.
    პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.
  8. განათლება 4195 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლისთვის ფინანსური დახმარების (120,000.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამისი ღონისძიებებს, რაც მოხმარდება სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას, სპორტული მოედნის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და ავტორიზაციის დაფინანსებას. 
  9. ფინანსები 4116 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 1 ცალი ქსელის მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის (Solarwinds) მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.

 

ხელმოსაწერი:

  1. 4334 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტსა და  "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  2. 4303 - შპსკასლეთი 1“-, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად - 18500 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაცემა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, წვირმინდში არსებული, 33095 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჰიდროელექტროსადგურიკასლეთი 1“ ჰესის აშენების და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
  3. 4302 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია თეძამის წყალსაცავის მშენებლობის პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთვის (AFD)  მიმართვის თაობაზე.
  4. 4298 - ქარელის მუნიციპალიტეტს გადაეცემა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  5. 4297 - სენაკის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.  
  6. 4292 - მარტვილის მუნიციპალიტეტს გადაეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  7. 4290 - საქართველოს პროკურატურა, საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, 2020 წლის განმავლობაში, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით.
  8. 4289 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრი ქვეყნების მიერ თავიანთი წილი გრანტის გადარიცხვის გზით სომალისთვის ვალის ჩამოწერის თაობაზე.
  9. 4286 - გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დიზელ გენერატორის სახელმწიფო შესყიდვა.

     

    კანონპროექტი:
  1. 4179 - საქართველოს კანონის პროექტები: „აკვაკულტურის შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „რეგულირების საფასურის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“
    პროექტი განსაზღვრავს აკვაკულტურის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს, განსაზღვრავს აკვაკულტურის განხორციელების პროცესში საკუთრების უფლების დაცვის, აკვაკულტურის ნებართვის გაცემის, აკვაკულტურის ზონების გამოყოფის, სახელმწიფო კონტროლისა და აკვაკულტურასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

     

     

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge