From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_07.11.19
Received On : 07.11.2019 07:36

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 44380 - საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურები.
  2. ეკონომიკა 44356 - სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, შპს „საირმე მინერალ ვოთერს“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის („საირმის“ მინერალური წყალი) დღე-ღამური მოპოვება არსებულ ჭაბურღილებსა და წყაროებზე შეცვალოს წლიურით.
  3. ფინანსები 44383 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარე „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 6”-ის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიების თაობაზე.

    პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი,  ფოთი, ურეკი,ზუგდიდი, მარნეული).
  4. გარემო 44312 - პროექტი ითვალისწინებს, დუშეთის მუნიციპალიტეტში  სოციალურად შეჭირვებული პირების 126 მ3 II ხარისხის  (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფას.
  5. გარემო 44308 - პროექტი ითვალისწინებს, ონის მუნიციპალიტეტში  სოციალურად შეჭირვებული პირების 234,698 მ3 II ხარისხის  (საშეშე) ხე-ტყით უზრუნველყოფას.
  6. გარემო 44306 - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10  და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  7. გარემო 44304 - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა თანხმობა, შპს „ვუდ მენზე“ გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადა გააგრძელოს ერთი წლით, 2020 წლის 30 დეკემბრამდე.
  8. ეკონომიკა 44272 - საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის, 2017 წლის 15 მარტს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის მიხედვით ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
  9. ეკონომიკა 44253 - ცვლილება შედის საქართველოს მთავრობასა და სს „კავკასიის ქარის კომპანიას“ შორის, 2017 წლის 4 მაისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომლის მიხედვით  მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადა (2019 წლის 1 სექტემბერი) გაგრძელდება 7 თვით და განისაზღვრება 2020 წლის 1 აპრილით.
  10. ეკონომიკა 44248 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად. 
  11. განათლება 44237 - პროექტის მიხედვით, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა ცენტრში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან / ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.



    ხელმოსაწერი:
  1. 44379 - ფ/პ ირაკლი ქაფიანიძეს, სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი: შპს „ჩინებული“, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდში მდებარე 12.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 37 000 ლარის ოდენობით, რაც მყიდველის მიერ გადახდილია. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები: ქონების არანაკლებ 7  ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამავე მიზნით, ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის, არანაკლებ 4 ჰა ფართობზე საირიგაციო სისტემის მოწყობა; გადაცემული ქონების არანაკლებ 2  ჰა ფართობზე ერთწლიანი კულტურების მოყვანა; ამ მიზნით, არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    პროექტი ითვალისწინებს: მყიდველისთვის განსაზღვრული (ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, უზრუნველყოს ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ქონების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების №2 დანართის (ინფორმაციის) შესაბამისად. (მუხლი 3.1.3) ხელშეკრულების გაფორმებიდან 15  წლის განმავლობაში, უზრუნველყოს 5  წელიწადში ერთხელ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ქონების ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. (მუხლი 3.1.4)) საპრივატიზებო პირობების ნაცვლად, არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად განსაზღვრას.
  2. 44376 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 6 ნოემბრის N 06/11/01 განკარგულება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის გიორგი ფრუიძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ“.
  3. 44358 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა (ამერიკული წარმოების და ამერიკული სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მასალა) და მომსახურების  შესყიდვას.
  4. 44326 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  5. 44287 - ცვლილება შედის სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესში, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ჩამონათვალს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რათა საბჭოს აპარატის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვიტოს საბჭოს აპარატში ავტოპარკის გამართულად მუშაობის საკითხები; ავტომანქანით მოსარგებლე პირების ჩამონათვალს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე. ასევე I კლასის ავტომობილით სარგებლობის უფლება ენიჭებათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს.
  6. 44285 - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური, მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით,  25 000  ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  7. 44283 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 15 ცალი პორტაბელური (სატარებელი) კომპიუტერების (ლეპტოპების) ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  8. 44282 - მტკიცდება ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის განახლებული  შემადგენლობა.
  9. 44281 -  სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განახორციელებს 1 ცალი Cisco IP სატელეფონო მართვის სადგურის, Cisco გამოძახებათა ცენტრის (საკონტაქტო ცენტრი) და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის (Call recording) მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 44280 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს შიდა სარგებლობის ტროტუარს.  
  11. 44279 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“ განახორციელებს სერვერის დაყენების სახელმწიფო შესყიდვას.
  12. 44278 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2019 წელს მიმდინარე ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, გამოეყოფა არაუმეტეს 800 000 რვაასი ათასი ლარი.
  13. 44276 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიეცემა უფლება, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს 2019-2021 წლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ საიჯარო ვალდებულებების დაფინანსების მიზნით.
  14. 44275 - პროექტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შესყიდვას და პროექტების განხორციელებას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  15. 44270 - პროექტი ითვალისწინებს, 2019 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას.
  16. 44226 - მტკიცდება დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლაზე“, კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა. პირველ ეტაპზე დავიზებულია

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge