From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_08.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 08.05.2020 08:41

მოგესალმებით ბატონო გიორგი, შესათანხმებლად გიგზავნით ელ.მთავრობის საკითხებს:


16487 - სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილება - ეხებასადაზღვევობროკერებისსაქმიანობისრეგულირებისსაკითხებს,დაზღვევისსფეროშიმომხმარებელთაუფლებებისდაცვისრეგლამენტაციასდაშესაბამისისაზედამხედველოჩარჩოსშექმნას


16466 - თბილისის მერია - საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. -  საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების გაცემის, შემოწმების აქტის შედგენის და დადგენილების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები


16426 - ეკონომიკა - სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო  საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროსათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში მდებარე, 4458 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 42.15.39.004) და მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეკულმახეში  მდებარე, 135775 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 42.15.39.276) მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად,  საკუთრებაში გადაეცეს სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროს” (საიდენტიფიკაციო ნომერი 405112220).

 

16412 - რეგიონალური - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ“


16332- შსს - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ"


16317 - საგარეო - ,,საკონსულო დაწესებულების გახსნის შესახებ“ - პროექტის მომზადება განაპირობა თურქეთის რესპუბლიკის მიერ   წარმოდგენილმა ნოტამ, რომლითაც გამოთქვამენ სურვილს, საქართველოში, კერძოდ ქალაქ თელავში, საპატიო კონსულის მეთაურობით, თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით - კახეთის ტერიტორია) გახსნის თაობაზე.



პატივისცემით,
ნათია


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge