| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_08.07.19 |
| Received On : | 08.07.2019 06:21 |
ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 27227 - პროექტი ითვალისწინებს, 2020-2023 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებას.
2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე პროგრამული ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციისათვის განისაზღვრა საპილოტე პროგრამები, მათ შორის
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში „აივ ინფექციის/შიდსის მართვა“; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებისას უნდა უზრუნველყონ ზემოაღნიშნული საპილოტე პროგრამების გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) შემდეგი პროგრამების ურთიერთშესაბამისობა პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა ეკონომიკურ, ჯანმრთელობის, სოციალურ, დევნილთა, დასაქმებისა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტებში.
2. ეკონომიკა 27210 - სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით მხატვრული ფილმის „Fast and Furious”-ს გადაღების ფარგლებში, შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-ს ან/და მის კონტრაქტორ კომპანიას მიეცემა ნებართვა ყოველგვარი შეფერხების მიზნით შეძლოს პიროტექნიკის, იარაღის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
3. შემოტანა და გატანა.
4. მთავრობა 27101 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისათვის მეორე კლასის მსუბუქი ავტომობილის შესყიდვას.
კანონპროექტი:
ცვლილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსახური უფლებამოსილი იქნება რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან /აუდიტორისგან /აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია დოკუმენტაცია. პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, თავის მხრივ, ვალდებული იქნება მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამსახურს და ასევე, ზუსტდება სამსახურის დოკუმენტბრუნვის პროცედურები.
პატივისცემით,
ნათია