From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_09.01.19
Received On : 09.01.2020 07:30

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 350 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო,  (,,მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება“, „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“, „ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები“ და „ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია“) განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.  
  2. გარემო 349 - 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდება შპს „საქართველოს მელიორაციაზე“ თანხების გამოყოფა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში სამუშაოების განსახორციელებლად.
  3. განათლება 348 - იქმნება კალათბურთში 2021  წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის (ქ. თბილისის ქვეჯგუფის)  ჩატარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია.
  4. ფინანსები 374 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 3 ფრთა კირკიტას უსასყიდლოდ გადაცემს  ა(ა)იპ თბილისის ზოოლოგიური პარკს.

     

    ხელმოსაწერი:

  1. 243 - ხელი ეწერება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ''  დადგენილების პროექტს. (ჩვენი პროექტია)
  2. 242ხელი ეწერება,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაფუძნების შესახებ''  დადგენილების პროექტს. (ჩვენი პროექტია)
  3. 341 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტებისა) შორის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილებების დელეგირების თაობაზე გასაფორმებელი ტიპური ხელშეკრულება.
  4. 339 - ცვლილება შედის  „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ - ტექნიკურ რეგლამენტში, სადაც, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  5. 337 - ცვლილება შედის ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესში, სადაც, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  6. 336 - ცვლილება შედის სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, სადაც, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  7. 335 - ცვლილება შედის „ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  8. 333 - ცვლილება შედის „წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის ტექნიკური რეგლამენტში რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  9. 332 - ცვლილება შედის „თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  10. 331 - ცვლილება შედის „წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  11. 330 - ცვლილება შედის „ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  12. 329 - ცვლილება შედის ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესსა და ფორმაში, სადაც, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  13. 328 - ცვლილება შედის „ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელების დაშვებისა და ახალი სახეობების სანთებელების აკრძალვის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში სადაც, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  14. 325 - სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, 2020 წლის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შემსრულებელი თანამშრომლების რაოდენობა განსაზღვრება 45 ერთეულით.
  15. 324 - სიღნაღის მუნიციპალიტეტი გამოყოფილი დაფინანსებებიდან დარჩენილი ეკონომიით ჯამში - 147 861 ლარი, განახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
  16. 323 - პროექტის მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში არაზინდოს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (სიგრძით 2.379 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება ასევე გათვალისწინებული იქნება 2020 წელს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დეპარტამენტისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
  17. 321 - სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ იურიდიული მომსახურებების შესყიდვის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით“ და აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება საჭირო საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა.
  18. 319 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 2020 წლის საშტატო ნუსხა.
  19. 318 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა, პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან/ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  20. 316 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020-2021 წელს შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას განახორციელებს, 2020-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
  21. 315 - შპს ,,RMG GOLD”-ს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის ვადა გაუგრძელდება 5 წლით და შესაბამისად, მიეცემა შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.
  22. 311 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის არაუმეტეს 40 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით.
  23. 310 - პროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცემა საშუალება, 2015 წლის 30 იანვარს სსიპ „საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა“ და კომპანია „Microsoft“-ს შორის გაფორმებული „Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471“, „Discount Transparency Disclosure Form - X20-12769“, „Product Selection Form – Specialized profile – CTM“ „Effective Date Amendment ID M23 – M23“ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ლიცენზიების „კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing  და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ივნისის №1235 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით წარმოშობილი ანგარიშსწორების ვალდებულება შეასრულოს 2022 წლის ბოლომდე.
  24. 308 - მთავრობასთან თანხმდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდს (IFRS Foundation)  შორის სასწავლო მასალების სათარგმნად საჭირო მონაცემების მიწოდების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება.
  25. 303 - ცვლილება შედის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებაში, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალს ემატება სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო.
  26. 299   - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში 2020 წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა განისაზღვრება 8 ერთეულით.
  27. 296 - საქართველოს პარლამენტზე არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.
  28. 294 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ,  2020-2021 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას (მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაცია).
  29. 293 - ჭიათურის  მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება მოსახლეობის დასვენების ადგილად.
  30. 292 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული საგამონაკლისო წესის დადგენას.
  31. 291 - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით მიღებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 6 ერთეულით.
  32. 287 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანათა შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 30 ერთეულით.
  33. 284 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდის სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებს, მათ შორის, მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შედგენის, განახლების, ან ცალკეულ შემთხვევებში ქონების აღწერის, ინვენტარიზაციის, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადების და განსახლების საკონსულტაციო მომსახურებებს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის მომზადება/განახლების საკონსულტაციო მომსახურებებს, საავტომობილო გზის და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის და სხვა სახის საგზაო სამუშაოების განხორციელებისათვის მომზადებული/მოსამზადებელი საპროექტო დოკუმენტაციის განახლების, მომზადების და კორექტირების საკონსულტაციო მომსახურებებს, მენეჯმენტთან, განვითარებასთან და დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებებს.
  34. 282 - პროექტით წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენებაში წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესრულების აღწერას და მათ საბიუჯეტო პროცესში გათვალისწინების შესაძლებლობას, შესაბამისი ინდიკატორების გათვალისწინებით.
  35. 264 - სსიპ  „შემოსავლების  სამსახური“  ელექტრონული  ტენდერის  გზით განახორციელებს სასერვერო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო შესყიდვას.
  36. 262 - ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ომში დაღუპულ გერმანელთა საფლავების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის შეთანხმების შესაბამისად, „გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს“ მიეცემა ნებართვა აწარმოოს გერმანელი ჯარისკაცების სხეულის ნეშტების მოძიება.
  37. 241 - საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 55 ერთეულით, ხოლო დამხმარე ამოცანების შესასრულებლად – 37 ერთეულით.
  38. 237 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდება 2018-2020 წლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის, დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
  39. 230 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის დაშვებული იქნება გამონაკლისი და განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  40. 229 - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის ფარგლებში საპრეზენტაციო სტენდებისა და საინფორმაციო დახლების  ასევე გამოფენა-ბაზრობებზე ქართული ღვინის სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  41. 228 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის დაშვებულ იქნება გამონაკლისები და განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge