From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_09.07.19
Received On : 09.07.2019 11:37

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       ეკონომიკა 27529 - შპს „ჩირინას“, 2014 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 49 300 ლარად საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ერთეული (ჯამში 349 303 კვ.მ) მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, მეფრინველეობის ფერმის აშენება და ფუნქციონირების დაწყება, ამ მიზნით არანაკლებ 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით ნაცვლად საპრივატიზებო პირობებისა (ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ანალიზის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის/დასკვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის (უფლებამონაცვლე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;) წარდგენა (ხელშეკრულების 3.1.4 მუხლი); ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში, სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი შესაბამისად (ხელშეკრულების 3.1.5 მუხლი)) განისაზღვრება არასაპრივატიზებო სახელშეკრულებო პირობებად.

2.       გარემო 27540 - ონის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

3.     გარემო 27539 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდისა და ტურის 10  ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

4.     გარემო 27537 - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

5.     ეკონომიკა 27528 - სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივ რკ „თამარის ჩაის“ იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მათხოჯში მდებარე 102569 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 513 ლარად.

6.     ეკონომიკა 27527 - სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში, შპს „კოლხი 2018“-ს იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 8 ერთეული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 33.0080 ჰა), 25  წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 1651 ლარად.

7.     ეკონომიკა 27526 - სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში, შპს „რენეგეიდ თიი“-ს იჯარის უფლებით გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუმათში მდებარე 75153 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 30010 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 25 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 526 ლარად.

8.       ეკონომიკა 27525 - შპს „რებასს“ (უფლებამონაცვლე: შპს „ბაზალტ ფაიბერსი“) 2015 წელს მყიდველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, 1 ლარად  საკუთრებაში გადაეცა: ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. N2-ის მიმდებარედ არსებული 60 127 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა ნაგებობები ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულებები: ქონებაზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, არანაკლებ 1 444 136 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, მყიდველს ნაკისრი ვალდებულება გადაუვადდება 10  თვით 2020 წლის 14 აპრილამდე. ამასთან, 2017 წლიდან 5 წლით კერძოდ, 2022 წლამდე შეინარჩუნებს საწარმოს პროფილს. გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, დარჩენილი ვალდებულების შესრულების პირობით.

9.       ფინანსები 27554 - 2019 წლის 11-12 ივლისს ქ. ბათუმში რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციის -„საქართველოს ევროპული გზა“ მაღალ დონეზე ორგანიზებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყოფა 706 435 ლარი.

10.   ეკონომიკა 27524 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 27.12.2016 წლის წერილით წარდგენილ შუამდგომლობაზე დაყრდნობით, გამოცემული იქნა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის N86 განკარგულება), რომელიც ითვალისწინებდა დევნილ ოჯახთათვის ამავე განკარგულებით გათვალისწინებული  უძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემას.
ზემოხსენებული სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 09 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელსა და ფიზიკურ პირს - დალი გახარიას (პ/ნ 01001042129) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხსენებულმა სამინისტრომ, შემდგომში დევნილთა განსახლების მიზნით შეიძინა უძრავი ნივთები. საქართველოს მთავრობის N86 განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 17 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნუგზარ სამსიანსა და ბროლისა ლუხუტაშვილს საკუთრებაში გადაეცათ 1085 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელ სახლთან ერთად. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხსენებული შუამდგომლობის დანართში დაშვებული იქნა ხარვეზი, კერძოდ, ნუგზარ სამსიანს და ბროლისა ლუხუტაშვილს დამატებით საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ჯამში 10 536.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.01.2019 წლის წერილით, ასევე, წარდგენილია ნუგზარ სამსიანისა და ბროლისა ლუხუტაშვილის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი ითხოვენ 2017 წლის 24 იანვრის N86 განკარგულებაში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრასა და უძრავი ნივთების დამატებით თანასაკუთრებაში გადაცემას, მომზადდა შესაბამის განკარგულების პროექტი.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა დევნილთა დეპარტამენტში.

11.  ეკონომიკა 27523 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 მმ დიამეტრის 2370,41 გრძივი მეტრის მილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას (სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და მონასტერთან სასმელი წყლის მისაყვანად).

12.  ეკონომიკა 27522 - პროექტი ითვალისწინებს დაზარალებულად ცნობილი პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, რომ სახელმწიფო ქონების შემძენი უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

13.  ეკონომიკა 27521 - სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, განახორციელებს განსაზღვრული საქონლის (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები) სახელმწიფო  შესყიდვას.

14.  ეკონომიკა 27499 - ტყიბულის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, მოიპოვოს 8 000 მ3 კირქვა (ღორღი) და შესაბამისად, შეუფერხებლად განახორციელოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

15.  მთავრობა 27498 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელოს სხვადასხვა სახის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას არაუმეტეს 6920 ლარის ღირებულების ფარგლებში.

16.  მთავრობა 27496 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მის ბალანსზე რიცხულ მოძრავ ქონებას (უჟანგავი ლითონი 450 კგ. ჯამური საბალანსო ღირებულება 675 ლარი) განსაკარგავად გადაცემს სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

17.  ეკონომიკა 27432 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-ის მიერ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (კინოინდუსტრიის ნაწილი) საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრას, რომელიც შეადგენს 31,358,162.68  ლარს.

18.  ფინანსები 27400 - მთავრობასთან თანხმდება, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში“.
ანგარიში მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2018 წლის შედეგების შეფასებას, დასახულ და განხორციელებულ ამოცანებს და სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის და განვითარების მიზნით შესაბამის დაწესებულებებში დღეისათვის არსებული სიტუაციის ანალიზს.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა შიდა აუდიტის დეპარტამენტში.

19.  ფინანსები 27396 - „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2017 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში“.

ანგარიში მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2017 წლის შედეგების შეფასებას, დასახულ და განხორციელებულ ამოცანებს და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის და განვითარების მიზნით შესაბამის დაწესებულებებში დღეისათვის არსებული სიტუაციის ანალიზს. ანგარიშში ასახულია ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები. ანგარიში მოიცავს ასევე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის და შიდა აუდიტორული საქმიანობის შეფასებას და ამ კუთხით ჰარმონიზაციის ცენტრის სათანადო რეკომენდაციებს.
პროექტი შესათანხმებლად გაიგზავნა შიდა აუდიტის დეპარტამენტში.

20.  მთავრობა 27568 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოები.

21.  გარემო 27342 -  მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნები“, რომელიც განსაზღვრავს მარკეტინგის განსახორციელებლად ფრინველის ტანხორცის გასაყიდად წარდგენის ფორმებს, როგორიცაა ტანხორცი ნაწილობრივ გამოშიგნული, შიგნეულით და შიგნეულის გარეშე და განმარტებულია აღნიშნული ფორმები.

პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია. ატვირთულია განმეორებით, უწყებების შენიშვნების გათვალისწინებით.

22.   საგარეო 27285 - ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის წესში.
პროექტის მიხედვით, ბჰუტანის სამეფოში, ბურუნდის რესპუბლიკაში, კამერუნის რესპუბლიკაში,  ჯიბუტის  რესპუბლიკაში,  ერიტრეას სახელმწიფოში,  ნაურუს  რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკასა და ტუვალუში მივლინების შემთ ხვევაში, მოხდება აღნიშნულ ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინების სადღეღამისო ნორმისა და სასტუმროს ნორმის განსაზღვრა. ამასთან, დამტკიცებული წესით დადგენილ სამივლინებო ხარჯების ჩამონათვალს დაემატება საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებისას სავალდებულო სამედიცინო ვაქცინაციის ხარჯები.

23.   ფინანსები 27279 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ შესაბამის უწყებებთან წინასწარი კონსულტაციების  შედეგად წარმოდგენილ იქნა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომლის ხელმოწერაც დაგეგმილია 2019 წლის 11-12 ივლისს ქ. ბათუმში „ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში.
მემორანდუმი ითვალისწინებს  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალი თანამშრომლობის 5 წლიან პერიოდს, მათ შორის იმ პროექტების ჩამონათვალს, რომელიც ხორციელდება/შესაძლებელია განხორციელდეს EIB-ს დაფინანსებით (მუნიციპალური ინფრასტრუქტურა/ გარემო; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; წყალი/სანიტარული ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; მუნიციპალური/რეგიონალური მდგრადი განვითარება; ენერგოეფექტურობა და კლიმატის მოქმედება; განათლება/ადამიანური კაპიტალი; კვლევა და განვითარება, ინოვაცია).
აღნიშნული მემორანდუმი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს ქართული მხარის რაიმე დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს.

24.  გარემო 27259 - ცვლილება შედის ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. ასევე, ცვლილებების განხორციელება მიზნად ისახავს, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის დადგენილებით გათვალისწინებული პირობების გამარტივებას, რათა უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეძლოს სამომავლოდ პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

25.  გარემო 27258 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - საკვებდანამატების სპეციფიკაციების შესახებ.
პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია. ატვირთულია განმეორებით, უწყებების შენიშვნების გათვალისწინებით.

26.   ფინანსები 27253 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (ხატები, დახერხილი ხე-მასალა 14,38 მ³, ჯამური ღირებულება 14,052.05 ლარი) უსასყიდლოდ გადაცემს საქართველოს საპატრიარქოს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიას.



ხელმოსაწერი:

  1. 27530; ფინანსები 27366 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (დახერხილი წიწვოვანი  ხე-მასალა (ფიცარი) 19.15 მ3  ღირებულება ჯამში 12085) უსასყიდლოდ გადაცემს  საქართველოს საპატრიარქოს.
  2. 27460 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცემა  თანხმობა 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე. 

პატივისცემით,  

ნათია