| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_09.09.19 |
| Received On : | 09.09.2019 11:55 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ფინანსები 33309 – ახალი საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად, ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსისა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული წესები და ფორმალობები გათვალისწინებულ იქნა საბაჟო კოდექსის რეგულირებად სფეროდ. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის დადგენილებათა პროექტებში
„საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, „ საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“,
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
იცვლება აქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი და ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსისა მიეთითება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
დადგენილების გამოცემის საფუძვლის კორექტირებასთან ერთად, პროექტების მომზადება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დადგენილებების საქართველოს საბაჟო კოდექსთან ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოყვანას. პროექტის მიხედვით, „სასქონლო ოპერაცია“ იცვლება „საბაჟო პროცედურით“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ ნაცვლად მიეთითება „საქართველოს საბაჟო კოდექსი“.
2. გარემო 35153 - ცვლილება შედის ტყითსარგებლობის წესში, რომლის მიხედვით, დაზუსტდება/გაფართოვდება ტყის მართვის სფეროში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებები; მოწესრიგდება მერქნული რესურსის აუქციონის წესით განკარგვის პროცესი; ტყის ფონდის მართვის ორგანოებს მიეცემათ ხე-ტყის ნარჩენების მოპოვება/განკარგვის უფლება; მოწესრიგდება სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების და მიღებული მერქნული რესურსის დამზადება/გაცემა; მოწესრიგდება ტყის ფონდის საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გასატარებელი ღონისძიებები; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ, მიღებული ტყითსარგებლობის საკომპენსაციო თანხების გამოყენების საკითხი; დაზუსტდება ტყის ფონდის მართვის ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების (მერქნული რესურსის აღრიცხვა) საფასური .
ცვლილება შედის ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესში, რომლის მიხედვით ზუსტდება სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის განხორციელების წესი.
3. ეკონომიკა 35159 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით - 1 ლარით განსაზღვრის თაობაზე. რაც ხელს შუწყობს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სასტუმრო კომპლექსის შექმნის მიზნით არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
4. ეკონომიკა 35148 - მტკიცდება
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ საქონლისა და
მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი.
პროექტის მიხედვით, შესაძლებელი გახდება უფრო ეფექტურად და ოპერატიულად იქნას შეძენილი საქართველოს აეროპორტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, მათი მართვის, კოორდინაციის და განვითარების ეფექტურად და შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი საქონელი თუ მომსახურება.
5. გარემო 35162 - პროექტის თანახმად, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 95 520 კვ.მ ტყის აღდგენა. მოხდება აღსადგენი ტერიტორიის შეღობვა და დაირგვება „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი 8480 ნერგი, ხოლო გაშენებული ტყის მოვლა განხორციელდება 5 წლის განმავლობაში. შესრულდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N138 და 2014 წლის 12 სექტემბრის №1681 განკარგულებებიდან გამომდინარე შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ვალდებულებები ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებასთან დაკავშირებით.
6. ფინანსები 35160 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და ამხანაგობა შპს ,,ინ-სი“ და შპს ,,ქალაქპროექტს“ შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც ამხანაგობა შპს ,,ინ-სი“ და შპს ,,ქალაქპროექტს“, 2019 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.
7. გარემო 35143 - პროექტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლოპოტაზე, ,,ლოპოტა 1’’ ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, შპს „ართანა ლოპოტას“ მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
8. განათლება 35142 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვისა და სოციალურ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. პროექტი აიტვირთა მესამედ, წინა ეტაპზე დავიზებულია
9. განათლება 35165 - სსიპ თბილისის მარიონეტების სახელმწიფო პროფესიული თეატრი, განახორციელებს მარიონეტების საკონცერტო დარბაზის სკამების ელექტრონული საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
10. განათლება 35140 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით უზრუნველყოფს სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს დაფინანსებას 252 057.25 ლარის ოდენობით.
11. განათლება 35112 - მტკიცდება არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები, რომელიც ადგენს იმ მოთხოვნებსა და პროცედურას, რომლის დაკმაყოფილება და შესრულება აუცილებელია არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზანს წარმოადგენს, არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის/მაძიებლისთვის ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.
აღნიშნული ხელს შეუწყობს ზრდასრული მოსახლეობის უნარების/კომპეტენციების შეფასებასა და დოკუმენტურ დადასტურებას; ეროვნულ დონეზე აღიარებული კვალიფიკაციების სანდოობას; დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას.
არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასური შეადგენს 500 ლარს.
12. განათლება 35169 - პროექტი ითვალისწინებს, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასათვის“ - 6 500 000 ლარის გადარიცხვას 2019-2020 წლებში ღონისძიებების ჩასატარებლად.
შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯია’’ განახორციელებს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ხელშეკრულების გაფორმებას, მათ დაჯავშნას 2020 წლის სეზონისათვის.
13. მერია 35079 - ცვლილება შედის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში. დღეის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საგანმანათლებლო ჯგუფის დაკავებულობების თითოეული დამკავებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე, 0,56 მ 2 ფართობის უსაფრთხო ადგილით შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის. მანძილი ამგვარ უსაფრთხო ადგილებსა და იმ შენობას შორის, რომელსაც ისინი ემსახურებიან, უნდა იყოს, შენობის სიმაღლის ნახევრის ტოლი, მაგრამ არანაკლებ, 15 მ-ის.წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს გამონაკლისის დამატებას, რათა აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდეს არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციის ან არსებული საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის შემთხვევაზე.
14. მერია 35076 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ შორის 2019 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით მიღებული საკუთარი შემოსავლებით არაუმეტეს - 404 350 ლარის ფარგლებში.
პატივისცემით,
ნათია