From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_10.01.10
Received On : 20.01.2020 08:20

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 1650 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს - 1230 ერთეულით.
  2. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 1637 -  პროექტი ითვალისწინებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  დებულებისა  და სტრუქტურის განახლებას.
  3. ეკონომიკა 1636 - მტკიცდება „თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესი“.
  4. ეკონომიკა 1635 - მტკიცდება „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი“.
  5. გარემო 1632 - ცვლილება შედის ტექნიკური რეგლამენტში  − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, ყველა კატეგორიის ღვინოში ნახშირბადის C13/C12 იზოტოპის თანაფარდობა და ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში შემავალი ჰექსოზების -  გლუკოზის (D (+) გლუკოპირანოზა) და ფრუქტოზის (D (+) ფრუქტოფურანოზა) პარამეტრების თანაფარდობა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოებში, ასევე ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოში საქაროზას  და  ყველა კატეგორიის ღვინოში ციკლური დიგლიცერინის  მაჩვენებლი.
  6. გარემო 1631 - ცვლილება შედის მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს რძის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას.
  7. განათლება 1630 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის დარეგულირებას.
  8. გარემო 1628 - ცვლილება შედის მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში, პროექტის მიხედვით, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების სააგენტოს „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
  9. გარემო 1626 - ცვლილება შედის ,,თხილის წარმოების განვითარება სასოფლო - სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, პროგრამის ძირითად განმახორციელებლად განისაზღვრა ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების სააგენტო, რომელსაც გადაეცემა პროექტით განსაზღვრული ქონება.
  10. გარემო 1624 - ცვლილება შედის ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელში იზოტოპების C13 და C12 თანაფარდობის მაჩვენებლის დიაპაზონი განისაზღვრა —30-დან (მინუს 30-დან)  —26-მდე (მინუს 26-მდე) (პრომილი ‰).
  11. საგარეო 1617 - პროექტით განისაზღვრება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  12. რეგიონული 1598 - ცვლილება შედის სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ეკატერინე გალდავას ნაცვლად განისაზღვრება გრიგორ მანდარია - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
    მოქმედ შემადგენლობაში ასევე შედის ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  13. საგარეო 1540 - საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით გაიხსნება   ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება ქ. თბილისში საკონსულო ოლქით - ქ. თბილისი და ქვემო ქართლის ტერიტორია.
  14. საგარეო 1539 - ქ. ბათუმში ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ოლქად განესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 1627 - მთავრობასთან თანხმდება, „GG-B-DAF ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების დამატება 1“ .
    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ყოველწლიურად ამტკიცებს „სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და დაკავშირებული პროგრამების ასიგნებების აქტს“, რომელიც განსაზღვრავს საგარეო სამხედრო დაფინანსების საკითხებს პარტნიორი ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ცვლილებით იზრდება GG-B-DAF გრანტის ხელშეკრულების  მოცულობა 2 092 478 აშშ დოლარით და შეადგენს 3 952 477 აშშ დოლარს.
  2. 1585 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ა(ა)იპ − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისათვის ფინანსური დახმარების (149,328.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამის ღონისძიებებს.
    უნივერსიტეტში სწავლა უფასოა, წარმატებულ სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდიები და ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სტუდენტური დასაქმების პროექტებში. უნივერსიტეტში ყოველწლიურად იზრდება სტუდენტებისა და იქ დასაქმებულთა რაოდენობა, ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 სახელოსნო, ბიჭებისა და გოგონების გუნდი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, ბიბლიოთეკა და მდიდარი ფონოთეკა. უნივერსიტეტი ეწევა ფართო საკონცერტო და სამეცნიერო საქმიანობას, ასევე განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის საშუალებითაც გაიზარდა უნივერსიტეტის ცნობადობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge