From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_10.01.20
Received On : 10.01.2020 07:07

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. განათლება 578 - პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ თბილისში მდებარე გამორჩეული არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების მქონე უძრავი ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.
  2. განათლება 574 - პროექტი ითვალისწინებს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული არქიტექტურული ობიექტისათვის  - ქ. თბილისში, უ. ჩხეიძის ქ. N33-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.
  3. გარემო 568 - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  4. ეკონომიკა 549 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობასთან, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებასთან, პრეზენტაციების გამართვასა და სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე საქმიანი ტურიზმის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  5. ეკონომიკა 539 - შპს „ემ ჯი რენიუებლზს“ იჯარის უფლებით, 49  წლის ვადით გადაეცემა, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში, 1800 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს კომპანიის მიერ „ძამა ჰესის“ ექსპლუატაციაში მიღებასა და ფუნქციონირებას.
  6. ეკონომიკა 519 - შპს „construction service“-ს  საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნას და ამ მიზნით 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
  7. განათლება 510 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - ებში დაშვებული იქნება გამონაკლისი და განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  8. მერია 501 - შპს „თბილსერვის ჯგუფს“, მიეცემა უფლება, საგზაო მარკირების საღებავების და გზის საფარის გამშრობი-დამათბუნებელი მანქანა-დანადგარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 332 000.00 ლარის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფს“-ის 2020 წლის საკუთარი სახსრებით.
  9. ეკონომიკა 482 - შპს „ცისკარი როიალ პალასი“ მყიდველს 150 000 საკუთრებაში გადაეცა ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №8-ში მდებარე 13 165.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები:კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, საპრივატიზებო თანხის, 150 000 ლარის გადახდა არანაკლებ 50-ნომრიანი  სასტუმროს მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

    იცვლება საპრივატიზებო პირობები, 50 ნომრიანის ნაცვლად, გადაწყდა 120 ნომრიანი სასტუმროს აშენება, ასევე, ინვესტიციის ოდენობის გაზრდა 8 000 000 ლარამდე. კომპანია თავისუფლდება ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან (429 000 ლარი).
  10. გარემო 408 - ცვლილება შედის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში, პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ხელშეწყობას, წარმოდგენილი ცვლილებები ასევე განაპირობა სააგენტოს სახელწოდების შეცვლამ ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ნაცვლად განისაზღვრა ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის  მეურნეობის განვითარების სააგენტო“.
  11. შსს 383 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

     

    პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge